მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ახვლედიანი: გარე ძალებისთვის „იმედი“, „პოს ტვ“, „რუსთავი 2“ გახდნენ ძალიან დიდი პრობლემა, ამ ტელევიზიებმა საზოგადოების განწყობების ფორმირება სწორი მიმართულებებით მოახერხეს - გაცილებით მეტი ნდობა, მხარდაჭერა, მაყურებელი მოიპოვეს
გიორგი ახვლედიანი: გარე ძალებისთვის „იმედი“, „პოს ტვ“, „რუსთავი 2“ გახდნენ ძალიან დიდი პრობლემა, ამ ტელევიზიებმა საზოგადოების განწყობების ფორმირება სწორი მიმართულებებით მოახერხეს - გაცილებით მეტი ნდობა, მხარდაჭერა, მაყურებელი მოიპოვეს

იმედი|imedinews.ge

გარე ძალებს საქართველოს ვასალიზაცია უნდათ. სჭირდებათ საქართველო, როგორც ყურმოჭრილი მონა, რომელიც გამოიყენება კონკრეტული პროვოკაციებისთვის, იქნება ეს რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, „პროქსი“ ომებისთვის, რომლის უამრავ მაგალითს ვხედავთ, თუ ასევე სხვა შემთხვევებისთვის- განაცხადა „EURO ანატომიაში“ მედიაპოლიტიკის ექსპერტმა, გიორგი ახვლედიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მთლიანად ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ერთგვარი დებატებისა და კამათის ფორმატი მედიასაშუალებებით მიმდინარეობს, ამდენად, პირველი დარტყმის ობიექტი ტელევიზია ხდება.

„თავისუფალი სიტყვა არის უმნიშვნელოვანესი კონტექსტი. დღეს ჩვენს ქვეყანაში, გამომდინარე ჩვენი რადიკალური ოპოზიციის სრულიად არაადეკვატური ქმედებებიდან, პოლიტიკური პროცესი მთლიანად მედიაში გადავიდა. ოპოზიციამ დატოვა პარლამენტი, უარი თქვა ყველანაირ საპარლამენტო პროცესზე, ანუ დებატების ფორმატშიც კი არ მოდიან „ნაციონალები“ და ეს რადიკალური ფრთა. შესაბამისად, მთლიანად ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ერთგვარი დებატებისა და კამათის ფორმატი მედიასაშუალებებით მიმდინარეობს. მაგრამ, წარმოიდგინეთ ამ მედიასაშუალებებიდან არიან გამოკვეთილი ლიდერები, რომლებიც საზოგადოებას რომ უხსნიან არსებულ რეალობას, გაცილებით დამაჯერებლად გამოიყურებიან. ასეთია „იმედი“, „პოს ტვ“, „რუსთავი 2“. შესაბამისად, ისინი გახდნენ ძალიან დიდი პრობლემა. თავად ტელევიზიები კი არ არის პრობლემა, არამედ ის, რომ ამ ტელევიზიებმა საზოგადოების განწყობების ფორმირება სწორი მიმართულებებით მოახერხეს - გაცილებით მეტი ნდობა, მხარდაჭერა, მაყურებელი მოიპოვეს. ეს გახდა პრობლემა.

ტელევიზიების მეშვეობით, ბუნებრივია, საქართველოს ვასალიზაციის მსურველი ძალები ამ შემთხვევაში ებრძვიან ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვამბობ, მთელი ეს პოლიტიკური დაპირისპირება მედია-სივრცეშია გადასული, პირველი დარტყმის ობიექტი ხდება ტელევიზია“, - განაცხადა ახვლედიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარდაჭერით

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 79 სტატია.

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართებატვ პირველი
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, "ბაზარი ორბელიანზე" მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართებაBM.GE
  • მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი: გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას, რათა ძლიერი რეზოლუციის სისტემა იქონიოს. მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების ამ პროცესშირუსთავი 2
  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
მხარდაჭერით →საზოგადოების →

მსგავსი სტატიები

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

იმედი