მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: ინტერესი იმისა, რომ ფასები შემცირდეს, არის ჩვენს შემთხვევაში ძალიან მძაფრად გამოხატული და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზი
ირაკლი კობახიძე: ინტერესი იმისა, რომ ფასები შემცირდეს, არის ჩვენს შემთხვევაში ძალიან მძაფრად გამოხატული და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზი

ირაკლი კობახიძე: ინტერესი იმისა, რომ ფასები შემცირდეს, არის ჩვენს შემთხვევაში ძალიან მძაფრად გამოხატული და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზი

იმედი|imedinews.ge

ფასები ჩვენთან არის ნომინალურად უფრო იაფი, ვიდრე საფრანგეთში, ვიდრე გერმანიაში, სხვა ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, მაგრამ აქ მეორე მომენტია, ბუნებრივია, საქართველოში ხელფასი არის ბევრად ნაკლები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში ბოლო კვარტლის მონაცემებით, საშუალო ხელფასი დაახლოებით 2400 ლარია, ხოლო საფრანგეთში - დაახლოებით 2680 ევრო, რაც ძალიან დიდი სხვაობაა.

„ზოგადი სურათი არის ასეთი, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში, როდესაც უფრო სიღრმისეულად ჩავიხედეთ ფასებში და შევაფასეთ საერთო, ყველაზე საინტერესო ფასების კალათა, ფართო მოხმარების პროდუქტების კალათა, საქართველოსა და საფრანგეთის ფასები, აბსოლუტურად ობიექტურად ავიღეთ შესადარი პროდუქტები, მივედით დასკვნამდე, რომ 50 პროცენტით ძვირია საფრანგეთში ზუსტად იდენტური პროდუქტის შეძენა, რასაც შესაბამისად, უფრო იაფად შეიძენ საქართველოში. ეს არის ზოგადი სურათი.

თუმცა არის გარკვეული ტიპის პროდუქტები, ეს არის უფრო მეტად კონკრეტული ბრენდის პროდუქტები, რომლებიც იდენტურია საქართველოში, მაგალითად კონკრეტული ბრენდის ყავა რომ ავიღოთ, ან შოკოლადის კარაქი და ა.შ. რატომღაც ჩანს, რომ ჩვენთან ფასები არის ბევრად უფრო ძვირიც კი ზოგიერთ შემთხვევაში, ვიდრე საფრანგეთში. საერთო სურათი არის საპირისპირო, მაგრამ კონკრეტული პროდუქტები არსებობს, სადაც ფასები ბევრად უფრო ძვირია და აქ ჩასახედია დამატებით, ხომ არ არის ამის მიზეზი მაგალითად დისტრიბუტორის, იმპორტიორის მონოპოლიური მდგომარეობა ან გარკვეული კარტელური გარიგება კონკრეტულ პროდუქტთან მიმართებით.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველო და საფრანგეთი რომ შევადაროთ ერთმანეთს, ყველაფრის გათვალისწინებით, ნომინალური ხელფასის გათვალისწინებით, ხარჯების გათვალისწინებით და ა.შ. საფრანგეთში დღეს მოქალაქე ცხოვრობს ზუსტად 2-ჯერ უფრო უკეთესად, ვიდრე საქართველოში. ამის მთავარი საზომი არის ე.წ. PPP, ერთ სულ მოსახლეზე PPP მთლიანი შიდა პროდუქტი, რაც გაძლევს იმის მაჩვენებელს, თუ ფულის მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით როგორია საშუალოდ ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკის რესურსი. ამ სურათს გვაძლევს შედარება საქართველოსა და საფრანგეთს შორის. ერთ რამეს უნდა გაესვას ხაზი, რაც აუცილებლად ასევე უნდა ითქვას, ეს სხვაობა იყო ოთხმაგი ზუსტად 2012 წელს და დღეს არის სხვაობა ორმაგი. განახევრდა სხვაობა, მაგრამ ხედავთ, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დღეს დაახლოებით 5000 ლარამდე უნდა იყოს საშუალო ხელფასი იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქე ცხოვრობდეს ისე, როგორც ცხოვრობს საფრანგეთის მოქალაქე.

„გაორმაგებაა საჭირო, რასაც წლები სჭირდება. ელემენტარული ეკონომიკური თეორიაც ამაზე მეტყველებს. ეს არის საერთო მოცემულობა. ერთი არის ნომინალური ფასები, მეორეა ხელფასთან შედარება და ა.შ. ამას ემატება სიღარიბის ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი. 350 ათასი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, პენსია არის ძალიან დაბალი. ამ ფონზე, კიდევ უფრო დიდია იმის ინტერესი, რომ ფასები შემცირდეს. რომ იყოს ჩვენთან იგივე ხელფასი, იგივე პენსია, რაც არის კონკრეტულ ქვეყნებში, ასეთი მტკივნეული არ იქნებოდა ფასების საკითხი, თუმცა ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ინტერესი იმისა, რომ ფასები შემცირდეს, არის ჩვენს შემთხვევაში ძალიან მძაფრად გამოხატული და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • საქართველო-ჩინეთის პარტნიორობას რეალური სარგებელი მოაქვს ორივე მხარისთვის - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ

იმედი

არგენტინის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რაც ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობითი ფორმით ავრცელებენ სიძულვილის შემცველ გზავნილებს არგენტინის ან მისი ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ

არგენტინის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რაც ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობითი ფორმით ავრცელებენ სიძულვილის შემცველ გზავნილებს არგენტინის ან მისი ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ

იმედი