მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჯაბა ხუბუა: ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟზე ნაცსექტის ატეხილ აჟიოტაჟს რომ ვუყურებ, თვალწინ მიცოცხლდება სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი ვანდალიზმის კადრები, როცა ადამიანებს წლების ნაშრომ-ნაწვალები კერძო საკუთრება დაუნგრიეს და საარსებო წყარო გადაუკეტეს
ჯაბა ხუბუა: ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟზე ნაცსექტის ატეხილ აჟიოტაჟს რომ ვუყურებ, თვალწინ მიცოცხლდება სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი ვანდალიზმის კადრები, როცა ადამიანებს წლების ნაშრომ-ნაწვალები კერძო საკუთრება დაუნგრიეს და საარსებო წყარო გადაუკეტეს

იმედი|imedinews.ge

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მერიამ „რიყის დოქების“ დემონტაჟის ნებართვა გასცა, ოპოზიციის მიერ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება და ამბობს, რომ თვალწინ უდგება სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი ვანდალიზმის კადრები.

მისივე თქმით, უტიფრობის აპოთეოზია, როცა აჭარაში, ფერიას მთაზე, მშენებარე სამონასტრო კომპლექსის დამანგრეველი და გლდანში ტაძრის კარების სატვირთო მანქანით შემლეწავი რეჟიმის წარმომადგენლები სააკაშვილის მიერ სოფო ნიჟარაძისათვის ბიუჯეტის მილიონებით აშენებული უფუნქციო ნაგებობის დემონტაჟზე მოთქვამენ.

„ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟზე ნაცსექტის მიერ ატეხილ აჟიოტაჟს რომ ვუყურებ, თვალწინ მიცოცხლდება სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი ვანდალიზმის კადრები, როცა იმავე რიყეზე არსებულ რესტორნებს ბულდოზერები მიაყენეს და ადამიანებს, მათ შორის, აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს, წლების ნაშრომ-ნაწვალები კერძო საკუთრება დაუნგრიეს და საარსებო წყარო გადაუკეტეს. საერთოდ, უტიფრობის აპოთეოზია, როცა აჭარაში, ფერიას მთაზე, მშენებარე სამონასტრო კომპლექსის დამანგრეველი და გლდანში ტაძრის კარების სატვირთო მანქანით შემლეწავი რეჟიმის წარმომადგენლები სააკაშვილის მიერ სოფო ნიჟარაძისათვის ბიუჯეტის მილიონებით აშენებული უფუნქციო ნაგებობის დემონტაჟზე მოთქვამენ.“- წერს ხუბუა X-ზე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სააკაშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 95 სტატია.

  • "შეეშვით ხალხო სააკაშვილთან და მის მფრინავ მაიმუნებთან თავის მართლებას და არგუმენტებით საუბარს, პირდაპირ ფერთხეთ" - თამარ ჩერგოლეიშვილირუსთავი 2
  • ივანიშვილი აპირებს გადაიხადოს ის ანგარიში, რომელიც მოსკოვმა 2012 წელს, ხელისუფლებაში მოყვანისთვის წაუყენა - სააკაშვილიტვ პირველი
  • პაპუაშვილი: სააკაშვილმა, რომელიც საკუთარ მმართველობას ადარებდა აღმაშენებელს, დიდგორობას ომი წააგოფორმულა
  • ცხინვალი: კობახიძემ სააკაშვილის ბრალეულობა აღიარა, პასუხისმგებლობა ქვეყანამაც უნდა აიღოსნეტგაზეთი
სააკაშვილის →რეჟიმში →

მსგავსი სტატიები

ლენტეხის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს ამონტაჟებენ

ლენტეხის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს ამონტაჟებენ

იმედი

POLITICO: გერმანია პუტინთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ლაიფციგზე თავდასხმაში რუსეთის დადანაშაულებას გეგმავს

POLITICO: გერმანია პუტინთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ლაიფციგზე თავდასხმაში რუსეთის დადანაშაულებას გეგმავს

იმედი

სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში  ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს

სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს

იმედი

ზელენსკის ოფისი: რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევზე, ოპერაციისთვის ემზადება

ზელენსკის ოფისი: რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევზე, ოპერაციისთვის ემზადება

იმედი