მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო ლაცაბიძე: ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით რუსთავში მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ და ვგეგმავთ
ნინო ლაცაბიძე: ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით რუსთავში მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ და ვგეგმავთ

ნინო ლაცაბიძე: ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით რუსთავში მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ და ვგეგმავთ

იმედი|imedinews.ge

რუსთავში, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით მიმდინარე პროექტი, დასრულების ეტაპზეა.

მასშტაბური პროექტის ფარგლებში, ერთდროულად ოთხი ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კლდიაშვილის სახელობის ქუჩაზე ასფალტის დაგების სამუშაოები დაიწყო და ჯამში საავტომობილო გზა 13 700 კვ/მ ფართობზე შეიცვლება.

ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო.

„ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით რუსთავში მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ და ვგეგმავთ. ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი გამოწვევა საგზაო ინფრასტრუქტურაა და ამ მიმართულებით, რამდენიმე მსხვილ პროექტს ვახორციელებთ. კლდიაშვილის ქუჩაზე უკვე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო. ეს პროექტი კი ქალაქის 4 სხვადასხვა უბანს - კლდიაშვილის, მარჯანიშვილის, სანაპიროს და ფალიაშვილის ქუჩების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ოთხივე ქუჩაზე ახალი გზის საფარი 33 197 კვ/მ ფართობზე ეწყობა. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, პროექტის ყველა მონაკვეთზე განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა და ისევე როგორც ყველა სხვა პროექტში, აქაც გათვალისწინებული გვაქვს ახალი მწვანე სივრცეების შექმნა, რაც ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პროექტი მარჯანიშვილის, ფალიაშვილის, კლდიაშვილისა და სანაპიროს ქუჩების სრულ განახლებას მოიცავს. ოთხივე ლოკაციაზე შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციაები. ფალიაშვილის, სანაპიროს და მარჯანიშვილის ქუჩებზე უკვე ასფალტის ორი ფენაა დაგებული და მესამის მოწყობა ოთხივე ქუჩაზე ერთდროულადაა განსაზღვრული.

ჯამში, საავტომობილო გზა 33 197 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება. პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარების, შიდა ეზოების შესასვლელების და ველობილიკების მოწყობა, გათვალისწინებულია მწვანე სივრცეები და სარწყავი სისტემა, დამონტაჟდება გარე განათების ახალი ქსელი, საგზაო ნიშნები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები და შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურა.

5 834 439 ლარის ღირებულების პროექტი, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მასშტაბური

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 58 სტატია.

  • ცეცხლის ალყაში მოქცეული ევროპა - მასშტაბური ხანძრები და საფრთხე ატომურ ელექტროსადგურზერუსთავი 2
  • დენის მასშტაბური გათიშვა და უწყებების დუმილი: რატომ არის სუს-ის გამოძიება რისკიანი|ენერგეტიკოსის ანალიზიBM.GE
  • სოხუმის ცნობით, ელექტროენერგიის მასშტაბური გამორთვა ენგურჰესზე ავარიას უკავშირდებოდანეტგაზეთი
  • სემეკი: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყოფორმულა
მასშტაბური →

მსგავსი სტატიები

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

იმედი

ნანუკა ჟორჟოლიანი: მე ვფიქრობ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე და მაქვს ჩემი პირობები. ჩემი მთავარი პირობაა – მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი ცხადი გახდეს ამ ქვეყანასთან დაკავშირებით