მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: რუსეთი დიზელის ექსპორტს წყვეტს და საწვავის იმპორტს იწყებს
POLITICO: რუსეთი დიზელის ექსპორტს წყვეტს და საწვავის იმპორტს იწყებს

POLITICO: რუსეთი დიზელის ექსპორტს წყვეტს და საწვავის იმპორტს იწყებს

იმედი|imedinews.ge

რუსეთი ივლისის ბოლომდე დიზელის ექსპორტს აჩერებს, რათა ენერგეტიკული ბაზარი უკრაინასთან ომის გავლენისგან დაიცვას. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით განხორციელებულმა თავდასხმების სერიამ ქვეყანაში საწვავის შიდა მარაგებზე ზეწოლა გაზარდა.

ექსპორტის შეზღუდვამ, შესაძლოა, ევროპაში დიზელის ფასებზე გავლენა მოახდინოს, რაც გაზრდის ხარჯებს ფერმერებისთვის, გადამზიდავებისთვის და საბოლოოდ - მომხმარებლებისთვის.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით გამართულ მთავრობის სხდომაზე ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ რუსეთმა „დღეს შემოიღო დიზელის საწვავის ექსპორტის აკრძალვა“, რათა „შიდა ბაზარზე მიწოდება გაზარდოს“. მისი თქმით, რუსეთი ივლისში ნავთობპროდუქტების იმპორტს დაიწყებს და წარმოებას გაზრდის დაბალი ეკოლოგიური სტანდარტის მქონე საწვავის გამოყენებით, რაც შიდა დეფიციტის შემცირებისკენ მიმართული ღონისძიებების ნაწილია.

შეზღუდვები ძალაში 31 ივლისის ჩათვლით დარჩება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საწვავის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • მთავრობამ საწვავის აქციზიდან 2026 წლის 7 თვეში 442 მილიონი ლარი მიიღოBM.GE
  • საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედისფორმულა
  • კობახიძემ აფხაზეთში შეტანილი საწვავის მოცულობა დაასახელანეტგაზეთი
  • „ჩვენ ამას ვერ ვაკონტროლებთ“ - შარმანაშვილი ვერ ამბობს, გადის თუ არა ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი რუსეთშიტვ პირველი
საწვავის →

მსგავსი სტატიები

ნორვეგიაში ავიადისპეტჩერების გაფიცვის გამო 150-მდე რეისი გაუქმდა

ნორვეგიაში ავიადისპეტჩერების გაფიცვის გამო 150-მდე რეისი გაუქმდა

იმედი

ლიეტუვის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

ლიეტუვის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

იმედი

დანია უკრაინელი დევნილების მიღების წესებს ამკაცრებს

დანია უკრაინელი დევნილების მიღების წესებს ამკაცრებს

იმედი

პოლონელმა და გერმანელმა სამხედროებმა რუსეთის საზღვართან ბეტონის დამცავი ბარიერები განათავსეს

პოლონელმა და გერმანელმა სამხედროებმა რუსეთის საზღვართან ბეტონის დამცავი ბარიერები განათავსეს

იმედი