
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა
იმედი|imedinews.ge
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს.
მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა მთავრობის მეთაურის აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის დროს გაფორმებული შეთანხმებების სტრატეგიულ მნიშვნელობას.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge