
პრეზიდენტი ევროკავშირზე: ჩვენ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საკითხზე დიალოგისთვის მზად ვართ. დიალოგის გარეშე პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია. როცა ხდება იგნორირება, ზურგშექცევა, არაღიარება და დამამცირებელი დამოკიდებულება, ამას ჩვენ ვერ მივიღებთ. ვერავის მივცემთ უფლებას, რომ ეს ქვეყანა დაამციროს
ჩვენ ნებისმიერი დროს, ნებისმიერ საკითხზე დიალოგისთვის მზად ვართ. დიალოგის გარეშე პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია. ორი მხარე უნდა არსებობდეს, მზაობა უნდა არსებობდეს, პატივისცემა უნდა არსებობდეს და შემდეგ უნდა მოხდეს საკითხების დაახლოება. როცა ხდება იგნორირება, ზურგშექცევა, არაღიარება და დამამცირებელი დამოკიდებულება, ამას ჩვენ ვერ მივიღებთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას.
მისი თქმით, დიპლომატია არის საერთაშორისო ენა და გამოსავალი არის დიალოგი, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ხედავს ევრობიუროკრატების მხრიდან დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას.
„დიპლომატია არის საერთაშორისო ენა. არ უნდა არსებობდეს ორმაგი სტანდარტი. რა თქმა უნდა ქვეყნებს, რომლებსაც ჩვენ ვხვდებით, ყველას თავისი ეროვნული ინტერესები გააჩნია. ინტერესები არის შემდეგი ეტაპი, სადაც შეიძლება არ იყოს თანხვედრა და იქ მიდის მსჯელობა, როგორ მოხდეს დაახლოება საკითხების. მაგრამ პირველი ეტაპი, ელემენტარული წესი, რომელიც უნდა არსებობდეს, ორგანიზაცია იქნება თუ ქვეყნები, ელემენტარულია წესია პატივისცემა სუვერენიტეტის და ხელისუფლების, რომელიც აირჩია ხალხმა. რას ვხედავთ აქ?! - აქ ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომელიც ევროპული ბიუროკრატიიდან მომდინარებს. ჩვენდა საბედნიეროდ, გვაქვს გამოცდილება და ვფლობთ ინფორმაციას, თუ რა ხდება ევროკავშირის ქვეყნებში - აზრთა სხვადასხვაობა, არ არის ერთიანი პოზიცია, სწორედ ამ ევრობიუროკრატიის ხარჯზე, როგორ კნინდება ევროკავშირის იმიჯი. ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუნდაც აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის კრიტიკული გზავნილი ევროკავშირის და ევრობიუროკრატიის მიმართ, რომ თუ ისინი ამ გზას არ გადაუხვევენ და არ ეცდებიან გამოსწორებას, ევროპას უქადის დაღუპვას.
