მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრეზიდენტი: მთელი ჩვენი ისტორია ამას გვკარნახობს, არ არსებობს პერიოდი, როცა იყო შესაძლებლობა, რომ საქართველოს დამოუკიდებლად ეარსება და ეს შანსი არ გამოეყენებინა ჩვენს წინაპარს
პრეზიდენტი: მთელი ჩვენი ისტორია ამას გვკარნახობს, არ არსებობს პერიოდი, როცა იყო შესაძლებლობა, რომ საქართველოს დამოუკიდებლად ეარსება და ეს შანსი არ გამოეყენებინა ჩვენს წინაპარს

პრეზიდენტი: მთელი ჩვენი ისტორია ამას გვკარნახობს, არ არსებობს პერიოდი, როცა იყო შესაძლებლობა, რომ საქართველოს დამოუკიდებლად ეარსება და ეს შანსი არ გამოეყენებინა ჩვენს წინაპარს

იმედი|imedinews.ge

მთელი ჩვენი ისტორია ამას გვკარნახობს, არ არსებობს პერიოდი, როცა იყო შესაძლებლობა, რომ საქართველოს დამოუკიდებლად ეარსება, საკუთარი პოლიტიკა განეხორციელებინა და ეს შანსი არ გამოეყენებინა ჩვენს წინაპარს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლება არ მალავს, რომ ამ დრომდე იყო ბევრი სხვადასხვა მიზეზი, რის გამოც ქვეყანა დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოებას ვერ ახერხებდა.

„თეორიული თვალსაზრისით შეგვიძლია მსჯელობა, რომ ერთი ქვეყნის საფარქვეშ იყოს ქვეყანა და მისი კარნახით ცხოვრობდეს, ჩვენ ხომ ეს გამოვიარეთ? ეს გამოცდილება დავაგროვეთ. ჩვენ სამი ომი გადავიტანეთ, ჩვენ მარტონი დავრჩით მტერთან სხვადასხვა დროს. მთელი ჩვენი ისტორია ამას გვკარნახობს, არ არსებობს პერიოდი, როცა იყო შესაძლებლობა, რომ საქართველოს დამოუკიდებლად ეარსება, საკუთარი პოლიტიკა განეხორციელებინა და ეს შანსი არ გამოეყენებინა ჩვენს წინაპარს. სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ დავინახეთ შესაძლებლობა, ხომ არ ვმალავთ, რომ თუნდაც „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს იყო ბევრი ისეთი საკითხი, როდესაც ჩვენ ვერ ვახერხებდით დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოებას, სხვადასხვა მიზეზებით. ჩვენ გუნდშიც გვყავდა გარე აქტორების მხარდაჭერილი პოლიტიკოსები და ხშირ შემთხვევაში გვიწევდა რაღაცების სხვანაირად გადათამაშება, თუმცა ეს პროცესები წარსულს ჩაბარდა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველომ უფრო მეტად დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება ქვეყანაზე განხორციელებული ზეწოლის შემდეგ დაიწყო.

„როცა უკრაინაში ომი დაიწყო, მაშინ მოხდა ზეწოლა და იქ მოხდა ჩვენი მომზადებული პოზიციების გაჟღერება. იმ დღიდან დაიწყო ჩვენი უფრო მეტად დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება. გარდა იმისა, რომ ამ პოლიტიკამ ჩვენ მოგვიტანა მშვიდობა და სტაბილურობა, ასევე განვითარებისკენ დიდი ნაბიჯები გადავდგით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შესაძლებლობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 49 სტატია.

  • "ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა 7-8%-იანი ზრდის შესაძლებლობა წაგვართვა, თუმცა ჩამორჩენა ამოვავსეთ"|ანალიზიBM.GE
  • ეს იქნება ერთჯერადი, საგამონაკლისო წესით მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ წელს განხორციელდება - გივი მიქანაძე მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობაზერუსთავი 2
  • 1795 აბიტურიენტს, ვინც მინიმალური ზღვარი გადალახა, "მეორადი ჩარიცხვის" შესაძლებლობა ექნებაფორმულა
  • 1795 აბიტურიენტს მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნებანეტგაზეთი
შესაძლებლობა →

მსგავსი სტატიები

მონტენეგროში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოს შერეულმა გუნდურმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მონტენეგროში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოს შერეულმა გუნდურმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

იმედი

რევაზ სოხაძე: აბასთუმნის შემოვლითი, 27-კილომეტრიანი გზის დასრულება ტურისტული და ეკონომიკური განვითარების კუთხით სამცხე-ჯავახეთისთვის კიდევ უფრო დიდ პოტენციალს შექმნის

რევაზ სოხაძე: აბასთუმნის შემოვლითი, 27-კილომეტრიანი გზის დასრულება ტურისტული და ეკონომიკური განვითარების კუთხით სამცხე-ჯავახეთისთვის კიდევ უფრო დიდ პოტენციალს შექმნის

იმედი

ლევან მახაშვილი: რადიკალიზაცია, პოლარიზაცია, რასაც აღვივებს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, ხელს უშლის პროცესს - ასუსტებს ქვეყანას შიგნიდან და დასუსტებული ქვეყანა ევროკავშირთან უკეთეს პირობებში ვერ მოილაპარაკებს

ლევან მახაშვილი: ევრობიუროკრატები როგორ სცემენ ხალხს პატივს, ეს კარგად ვნახეთ უპირველესად საქართველოს მაგალითზე. მთავარი გამოწვევა სწორედ ეს იყო, რომ არ სცეს პატივი საქართველოს მოსახლეობის არჩევანს. თუ ისლანდიის არჩევანი იყო „გასაგები“, ჩვენი არჩევანი არ აღმოჩნდა გასაგები