მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 9 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 9 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 9 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 9 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, მათ შორის, დააკავა ერთი პირი, ხოლო ერთი პირის მიმართ, რომელსაც ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა, ძებნა გამოცხადდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, 2021-2024 წლების პერიოდში, ანაზღაურების მიღების სანაცვლოდ ახორციელებდნენ სხვადასხვა ევროპულ სახელმწიფოთა ყალბი ბინადრობის, პირადობის, ჩაწერის და მართვის მოწმობების დამზადებასა და გასაღებას. ისინი სპეციალური პროგრამის და საბეჭდი მოწყობილობების გამოყენებით ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტაციას, რაც შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ ეგზავნებოდა შემკვეთ პირებს. დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ დამზადებული და გასაღებული იქნა სხვადასხვა კატეგორიის ყალბი დოკუმენტაცია, ხოლო დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული უკანონო შემოსავალი მობილიზდა მათ საბანკო ანგარიშებზე.

დანაშაულებრივი ქმედების შედეგად უკანონოდ მოპოვებული ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემისა და მათი წარმოშობის დაფარვის მიზნით, ბრალდებულებმა უკანონო შემოსავლის სახით მიღებული თანხები ხელოვნურად დაანაწევრეს და გადარიცხეს ერთმანეთის საბანკო ანგარიშებს შორის, ნაწილი თანხით განახორციელეს კონვერტირება სხვადასხვა ვალუტაში, ნაწილი კი გამოიყენეს ტოტალიზატორების ბალანსის შესავსებად. აღნიშნულით დამალეს და შენიღბეს თანხების ნამდვილი ბუნება და წარმოშობის წყარო.

ბრალდებულების მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეეფარდა პატიმრობა, ხოლო შვიდ ბრალდებულს, რომლებმაც ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არსებითად შეუწყვეს ხელი დანაშაულის გახსნას, გირაო შეეფარდათ.

დანაშაულებრივი სქემის სხვა მონაწილეთა დადგენა-გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება. საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის მფლობელ პირებს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან, სამართალდამცავ ორგანოებს წარუდგინონ ყალბი ოფიციალური დოკუმენტაცია და ასეთ შემთხვევაში მათ მიმართ გავრცელდება კანონით გათვალისწინებული შეღავათები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 112 სტატია.

  • პროკურატურის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა ₾26.3 მლნ ჯდება - რა ეტაპზეა პროექტი?BM.GE
  • სუს-ის ექს-შეფის საქმეზე პროკურატურამ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულატვ პირველი
  • პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინაფორმულა
  • პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო - რას აცხადებენ აფხაზეთის ომის ვეტერანებირუსთავი 2
პროკურატურამ →

მსგავსი სტატიები

სოფელ საყდართან დროებით ხიდზე მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება

სოფელ საყდართან დროებით ხიდზე მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება

იმედი

ჯაბა ხუბუა: როცა ნანუკა ჟორჟოლიანი აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსულ დაურ ბუავაზე წერს, „საქართველოში გადმოვიდა“-ო, ეს ჟორჟოლიანის მხოლოდ კოგნიტურ დისფუნქციურობაზე კი არ მეტყველებს, არამედ იმაზეც, რომ მის წარმოდგენაში აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, საიდანაც შეიძლება, ვიღაც „საქართველოში გადმოვიდეს”

ჯაბა ხუბუა: როცა ნანუკა ჟორჟოლიანი აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსულ დაურ ბუავაზე წერს, „საქართველოში გადმოვიდა“-ო, ეს ჟორჟოლიანის მხოლოდ კოგნიტურ დისფუნქციურობაზე კი არ მეტყველებს, არამედ იმაზეც, რომ მის წარმოდგენაში აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, საიდანაც შეიძლება, ვიღაც „საქართველოში გადმოვიდეს”

იმედი

ლენტეხის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს ამონტაჟებენ

ლენტეხის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს ამონტაჟებენ

იმედი

POLITICO: გერმანია პუტინთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ლაიფციგზე თავდასხმაში რუსეთის დადანაშაულებას გეგმავს

POLITICO: გერმანია პუტინთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ლაიფციგზე თავდასხმაში რუსეთის დადანაშაულებას გეგმავს

იმედი