მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სოსო ობოლაძემ აზიის განვითარების ბანკის მისიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სოსო ობოლაძემ აზიის განვითარების ბანკის მისიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სოსო ობოლაძემ აზიის განვითარების ბანკის მისიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

იმედი|imedinews.ge

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, სოსო ობოლაძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) მისიის ლიდერთან, უნურჯარგალ დალახუსთან და დელეგაციის სხვა წევრებთან საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი საერთაშორისო საავტომობილო საბაჟო გამშვები პუნქტის - „აბრეშუმის გზა – „იფექ – იოლუ“ მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ, სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა ერთობლივი პუნქტის მშენებლობასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების კოორდინაციაზე ისაუბრეს და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი მომდევნო ეტაპების მიმდინარეობა განიხილეს. სოსო ობოლაძემ დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა გაწეული მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი გამშვები პუნქტების ფუნქციონირება სახელმწიფოებს შორის პარტნიორობის თვალსაჩინო მაგალითი იქნება და აზიის განვითარების ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ერთობლივი პროექტი - საბაჟო გამშვები პუნქტი - “აბრეშუმის გზა – იფექ იოლუ”ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას და ერთობლივი მართვის სისტემების დანერგვით, საბაჟო კონტროლის პროცედურების გამარტივებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას. შეხვედრას ესწრებოდნენ საბაჟო დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე, ოთარ რიკაძე, მოადგილე, ირაკლი თევდორაძე, ასევე საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი, არჩილ დარახველიძე და სხვა პასუხისმგებელი პირები.

ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბანკის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 121 სტატია.

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართებატვ პირველი
  • საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვსBM.GE
  • მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი: გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას, რათა ძლიერი რეზოლუციის სისტემა იქონიოს. მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების ამ პროცესშირუსთავი 2
  • „საქართველოს ბანკის“ ფილიალში კაცი შეიჭრა და ისროლა – შსსნეტგაზეთი
ბანკის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ