მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ერთმანეთისგან არსებითად აღარ განსხვავდებიან - ორივე ეს ინსტიტუცია იმართება ერთი პოლიტიკური ცენტრიდან, რომელსაც თავისი მავნე გეგმები აქვს საქართველოსთან მიმართებით
შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ერთმანეთისგან არსებითად აღარ განსხვავდებიან - ორივე ეს ინსტიტუცია იმართება ერთი პოლიტიკური ცენტრიდან, რომელსაც თავისი მავნე გეგმები აქვს საქართველოსთან მიმართებით

იმედი|imedinews.ge

მე მგონი, ყველასთვის ცხადია, რომ ევროპარლამენტი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ერთმანეთისგან არსებითად აღარ განსხვავდებიან. ეს არის ერთი და იგივე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მართავს ამ ორივე ინსტიტუციას და აქცევს იარაღად ქართველი ხალხის წინააღმდეგ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.

მან აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაარღვია სუვერენიტეტის პრინციპი და ასამბლეაში ქართული დელეგაცია სწორედ ამიტომ აღარ მონაწილეობს.

„ორივე ინსტიტუციაში წამყვან ჯგუფს წარმოადგენს ევროპული სახალხო პარტია და სხვა ასეთი ჯგუფები და ორივე ეს ინსტიტუცია იმართება ერთი პოლიტიკური ცენტრიდან, რომელსაც თავისი მავნე გეგმები აქვს საქართველოსთან მიმართებით. ამიტომაც არის, რომ ფაქტობრივად ეს არის ერთმანეთისგან გადაწერილი ტექსტები. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მომხსენებლები რაღაც ერთ „ჩატში“ არიან და მათ უზიარებენ და უგდებენ ტექსტებს, რომლებიც შემდეგ უნდა გაჟღერდეს სხვადასხვა რეზოლუციით თუ ტექსტით.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაირღვა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი - სუვერენიტეტი, რომ ხალხმა თავად გადაწყვიტოს, ვინ იყოს მათი ხელისუფალი, ამას PACE დღემდე არღვევს, ჩვენი დელეგაცია ამიტომაც არ მონაწილეობს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციის შესახებაც ისაუბრა.

„შინაარსთან დაკავშირებით ხაზგასასმელია ერი რამ - რომ ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია არის ევროპული ინსტიტუტის პირველი ოფიციალური ტექსტი, სადაც მოხდა ღია თავდასხმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე. ვფიქრობ, სხვა შემთხვევებიც რომ გავიხსენოთ, ევროპარლამენტს ასეთ დროს ყველაზე უხეშ, ყველაზე ანტიქართულ ნაბიჯებს ადგმევინებენ ხოლმე, ამ შემთხვევაშიც მოასინჯვინეს ნიადაგი საქართველოს ეკლესიაზე სამომავლო თავდასხმებისთვის. თუკი აქამდე ეს თავდასხმები იყო ინდივიდუალური ხასიათის - გახსოვთ გერმანელი პოლიტიკოსი, ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი, რომელიც თავს დაესხა ქართულ ეკლესიას. გახსოვთ სხვათა მსგავსი, ინდივიდუალური განცხადებები. დღეს ჩანს, რომ გადადიან ქართულ ეკლესიაზე თავდასხმის უკვე შემდეგ ეტაპზე და ევროპარლამენტს, როგორც ყველაზე მოძულებულ ინსტიტუციას, მოასინჯვინეს ნიადაგი.

ამიტომ ევროკომისია, ევროკავშირის ელჩი საქართველოში აქვე გაემიჯნოს მსგავს თავდასხმას. აქ პილატესავით ხელს ვერავინ დაიბანს ქართველი ხალხისა და ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ამ უმსგავსო ქცევაში. საქართველოს ეკლესიაზე ევროპარლამენტის მხრიდან თავდასხმისგან არგამიჯვნა ნიშნავს მასზე დათანხმებას და სწორედ ასე განვიხილავთ სამომავლოდ ამგვარ მიდგომებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 77 სტატია.

  • "რაც უფრო გაიზრდება ეკონომიკური კეთილდღეობა, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება" - შალვა პაპუაშვილიBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "მინდა ვუთხრა პაპუაშვილს..." - ღარიბაშვილი წერს, რომ მას "ოცნება" დაუნდობლად ებრძვისტვ პირველი
  • შალვა პაპუაშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენრუსთავი 2
პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა