მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე: გახარიას გუნდის წევრებმა თავად წამოიწყეს კონფლიქტი, თავად არიან ამ კონფლიქტის მაპროვოცირებლები და ჯობია, წუწუნს შეეშვან და საპარლამენტო საქმიანობა გააგრძელონ
შალვა პაპუაშვილი პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე: გახარიას გუნდის წევრებმა თავად წამოიწყეს კონფლიქტი, თავად არიან ამ კონფლიქტის მაპროვოცირებლები და ჯობია, წუწუნს შეეშვან და საპარლამენტო საქმიანობა გააგრძელონ

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეხმიანება გიორგი გახარიას პარტიის მცდელობას მოიძიოს პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებებზე სამართლებრივი რეაგირების პრეცედენტები.

პაპუაშვილის თქმით, გახარიას გუნდის წევრებმა თავად წამოიწყეს კონფლიქტი, თავად არიან ამ კონფლიქტის მაპროვოცირებლები და ჯობია, წუწუნს შეეშვან და საპარლამენტო საქმიანობა გააგრძელონ.

„უკვე ძალიან მომაბეზრებელია მათი ეს დამოკიდებულება. გასაგებია, რომ ის ინციდენტი, რაც პარლამენტში მოხდა, არ იყო კარგი და უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების თვალში ეს არ იყო კარგი. თავადაც კარგად იციან, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. სწორედ მათი ფრაქციის წევრის უღირსმა საქციელმა მიიყვანა ეს ყველაფერი იმ წერტილამდე, როდესაც სამწუხაროდ, კონფლიქტი წარმოიშვა უკვე. ასე რომ, თუ ჰგონიათ, რომ საკუთარ დაშავებულს ზედმეტი წუწუნით როგორმე გამოასწორებენ და თავს მსხვერპლის როლში ჩაიყენებენ, ძალიან ცდებიან. არანაირი მსხვერპლები ისინი არ არიან, მათი ფრაქციის წევრმა, მისმა უღირსმა საქციელმა წამოიწყო ეს კონფლიქტი.

დიდი ხანია, არ მომხდარა საქართველოს პარლამენტში ასეთი ინციდენტი. სამწუხაროა, რომ მოხდა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი შიგნით თავად გაერკვეს ამ საკითხში იმ მხრივ, რომ პარლამენტის წევრებს შორის ურთიერთობები არ მივიდეს ასეთ დაძაბულ წერტილამდე. პარლამენტი, პლენარული სხდომა და პარლამენტის სხდომები ზოგადად, ეს არის სპეციფიკური სივრცე, ეს არ არის ჩვეულებრივი საჯარო სივრცე. ეს არის კონსტიტუციური ფორუმი, სადაც ხალხის წარმომადგენლები მსჯელობენ და იღებენ კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს მათი უფლებამოსილებების ფარგლებში. აქ ზედმეტი ჩარევა ხელისუფლების სხვა შტოების მხრიდან არ არის სწორი და სწორედ ამიტომაც არის, რომ ორი კვირაა, ეძებენ და სამი შემთხვევის გარდა ვერ ნახეს ვერაფერი ისტორიულად მსოფლიოში თუ მომხდარა როდესმე, რომ რაიმე გარე ჩარევით სამართლებრივი მექანიზმები ამუშავებულიყო.

როდესაც არის ამგვარი ფიზიკური დაპირისპირება, სპონტანური, არ იწვევს მძიმე ზიანს და არ აქვს რაიმე შედეგები, ასეთი მომხდარა არაერთ ევროპულ თუ არაევროპულ პარლამენტში, თუმცა ეს შიდასაპარლამენტო საკითხად რჩება. ეს პირველ რიგში, ოპოზიციისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ არასდროს არ იყოს შემდეგ ეს ბერკეტი გამოყენებული თუნდაც ოპოზიციის წინააღმდეგ. ამიტომ, ამასაც უნდა გაუფრთხილდნენ.

აქ საუბარი არ არის მხოლოდ სადეპუტატო იმუნიტეტზე, ეს სადეპუტატო იმუნიტეტი ეხება პარლამენტის იმუნიტეტს და პარლამენტის საქმიანობაში გარე ჩარევისგან დაცვას. ასე რომ, თავადაც ნახეს ორი კვირის განმავლობაში, გადაქექეს ალბათ მთელი ინტერნეტი, სამი შემთხვევის გარდა, რომლებიდან არცერთი არ ემთხვევა ამ შემთხვევას და არის აბსოლუტურად სხვანაირი შემთხვევა; ზოგან მძიმე დაზიანება იყო, ზოგან პლენარული სხდომის დროს არ იყო და გარეთ მოხდა. ასე რომ, ვერანაირი სხვა შემთხვევა ვერ ნახეს. თავად წამოიწყეს ეს კონფლიქტი, თავად არიან ამ კონფლიქტის მაპროვოცირებელი. მგონი, სჯობს, შეეშვან წუწუნს და გააგრძელონ საპარლამენტო საქმიანობა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი გახარიას პარტია პარლამენტში მომხდარი დაპირისპირებების სამართლებრივი რეაგირების პრეცედენტებს ეძებს, თუმცა ინციდენტიდან მეათე დღეს ე.წ. პრეცედენტების წარმოდგენას რეალური ინფორმაციის დამალვით ცდილობს. ფაქტობრივად ათი დღის განმავლობაში მოიძიეს ორსულ ქალზე ფიზიკური ძალადობა. სენეგალში, პარლამენტის ორ ოპოზიციონერ წევრს ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ორსული კოლეგისთვის მუცელში ფეხის ჩარტყმის გამო. მეორე ამბავი ეხება ბრიტანეთს, თუმცა დამალეს, რომ ინციდენტი კარაოკე საღამოზე მოხდა და არა სხდომის დროს, ასევე აქვთ საბერძნეთის მაგალითი, სადაც საქმე ეხება მძიმე დაზიანებებს, რომლის შესახებაც, როგორც გამონაკლისზე, ვიცე-პრემიერმა და სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემაც ილაპარაკა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი: იმედია, უკრაინაში ომი მალე დასრულდება

ტრამპი: იმედია, უკრაინაში ომი მალე დასრულდება

იმედი

ვატო შაქარიშვილი: ევროპაში საზოგადოებასაც აღარ აქვს იმაზე რეაქცია, რომ 6-7-8 წლის ბავშვი შეიძლება, ჩართონ LGBT პროპაგანდაში, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ეკლესიები ეთმობა LGBT პრაიდებს, რომ წევრი სახელმწიფოებიდან 16-ში უკვე დაკანონებულია ერთნაირსქესიანთა ქორწინება

ტრამპი ნატოს მოკავშირეებზე: რატომ ვხარჯავთ ასობით მილიარდ დოლარს, თუ ისინი ჩვენ გვერდით არ არიან? ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვიდექით

ტრამპი ნატოს მოკავშირეებზე: რატომ ვხარჯავთ ასობით მილიარდ დოლარს, თუ ისინი ჩვენ გვერდით არ არიან? ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვიდექით

იმედი

არჩილ გორდულაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: „იმედის“ ეთერით უკვე გავაკეთე ამ საკითხზე კომენტარი და კიდევ ერთხელ ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას, ეს არ უნდა ხდებოდეს საქართველოს პარლამენტში. ამავდროულად, არ უნდა ხდებოდეს ასეთი მოვლენების პროვოცირება, უწყვეტი კადრები არსებობს „ნაც გახარიელების“ ერთმა თუ ორმა წარმომადგენელმა როგორ მოახდინა ამ ყველაფრის პროვოცირება