მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: ქალბატონი კალასის დღევანდელი განცხადება კიდევ უფრო დამაფიქრებელია იმის გათვალისწინებით, რომ იგი, როგორც ALDE-ის ერთ-ერთი ლიდერი, წარმოადგენს იმავე პოლიტიკურ ოჯახს, რომლის წევრიც არის „ლელო“, პარტია, რომელიც, ტერორიზმს პოლიტიკური ბრძოლის ლეგიტიმურ იარაღად მიიჩნევს
შალვა პაპუაშვილი: ქალბატონი კალასის დღევანდელი განცხადება კიდევ უფრო დამაფიქრებელია იმის გათვალისწინებით, რომ იგი, როგორც ALDE-ის ერთ-ერთი ლიდერი, წარმოადგენს იმავე პოლიტიკურ ოჯახს, რომლის წევრიც არის „ლელო“, პარტია, რომელიც, ტერორიზმს პოლიტიკური ბრძოლის ლეგიტიმურ იარაღად მიიჩნევს

იმედი|imedinews.ge

ქალბატონი კალასის დღევანდელი განცხადება კიდევ უფრო დამაფიქრებელია იმის გათვალისწინებით, რომ იგი, როგორც ALDE-ის ერთ-ერთი ლიდერი, წარმოადგენს იმავე პოლიტიკურ ოჯახს, რომლის წევრიც არის „ლელო“, პარტია, რომელიც, ტერორიზმს პოლიტიკური ბრძოლის ლეგიტიმურ იარაღად მიიჩნევს, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კაია კალასის პასუხად, რომ მათ არ სურთ მთავრობის მხარდაჭერა და სურთ რომ მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს.

როგორც ის აღნიშნავს, „ამიტომ, ვიდრე ქალბატონი კალასი მკაფიოდ არ გაემიჯნება საკუთარი პოლიტიკური პარტნიორების მხრიდან ტერორიზმის გამართლებას, საქართველოსთან დაკავშირებული მისი ნებისმიერი მომავალი კომენტარი არასერიოზული იქნება“.

„ცუდია, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი არაპროვოცირებულად, მოწმენდილ ცაზე კვლავ ესხმის თავს საქართველოს ხელისუფლებას. ასეთი რიტორიკა არა მხოლოდ არაფერს სძენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, არამედ კიდევ უფრო აზიანებს ბრიუსელის მიმართ ისედაც შერყეულ ნდობას ქართული საზოგადოების თვალში. თუმცა, სადაც არის თავდასხმა, იქ აუცილებლად იქნება პასუხიც. პასუხი კი ის არის, რომ, სამწუხაროდ, ევროკავშირის ზოგიერთი მაღალჩინოსანი კვლავ ვერ ელევა იმ პოლიტიკურ პრაქტიკას, როდესაც სუვერენული სახელმწიფოს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებასთან თანასწორი დიალოგის ნაცვლად მენტორული ტონით საუბარს ამჯობინებს. უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ფორმულა: "მხარს ვუჭერ ხალხს, მაგრამ არა მის ხელისუფლებას". სინამდვილეში, ასეთი განცხადება გულისხმობს, რომ ქალბატონი კალასის აზრით, ქართველი ხალხი უუნაროა, თავად შეარჩიოს თავისი ხელისუფლება და ამიტომ გარედან მეურვეობა და კარნახი სჭირდება. ეს არა ქართველი ხალხის მხარდაჭერა, არამედ მისი პოლიტიკური არჩევანის უპატივცემულობაა. ბრიუსელში უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათი ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან სხვა ერების მიმართ მსგავსი ქედმაღლური დამოკიდებულება ევროკავშირს სულ უფრო მეტად აშორებს მშვიდობის პროექტის იდეას და მას კონფლიქტების წამქეზებლად აქცევს. ქალბატონი კალასის დღევანდელი განცხადება კიდევ უფრო დამაფიქრებელია იმის გათვალისწინებით, რომ იგი, როგორც ALDE-ის ერთ-ერთი ლიდერი, წარმოადგენს იმავე პოლიტიკურ ოჯახს, რომლის წევრიც არის „ლელო“, პარტია, რომელიც, ტერორიზმს პოლიტიკური ბრძოლის ლეგიტიმურ იარაღად მიიჩნევს. ამიტომ, ვიდრე ქალბატონი კალასი მკაფიოდ არ გაემიჯნება საკუთარი პოლიტიკური პარტნიორების მხრიდან ტერორიზმის გამართლებას, საქართველოსთან დაკავშირებული მისი ნებისმიერი მომავალი კომენტარი არასერიოზული იქნება“, - წერს იგი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრძოლა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • კირიენკო: სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა 20 წელზე მეტი გაგრძელდანეტგაზეთი
  • ხელისუფლების ოპონენტებს შორის Facebook-პოსტებით ბრძოლა გრძელდება - დაპირისპირების მთავარი გმირი კვლავ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილიარუსთავი 2
  • ირაკლი ღარიბაშვილი სამართლებრივ ბრძოლას აპირებს - ადვოკატიBM.GE
  • "ღარიბაშვილმა ბრალის დადგენილებას ხელიც კი არ მოაწერა" - ექს-პრემიერი სამართლებრივ ბრძოლას აპირებსტვ პირველი
ბრძოლა →

მსგავსი სტატიები

რაჭაში ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები გრძელდება

რაჭაში ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები გრძელდება

იმედი

საფრანგეთის გენშტაბის უფროსის განცხადებით, საფრანგეთი ჯერ კიდევ ვერ აწარმოებს დაბალბიუჯეტიან იარაღს იმ რაოდენობით, რაც მოწინააღმდეგის მასობრივი შეტევების შესაკავებლად არის საჭირო

საფრანგეთის გენშტაბის უფროსის განცხადებით, საფრანგეთი ჯერ კიდევ ვერ აწარმოებს დაბალბიუჯეტიან იარაღს იმ რაოდენობით, რაც მოწინააღმდეგის მასობრივი შეტევების შესაკავებლად არის საჭირო

იმედი

სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები გამოიკითხნენ

სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები გამოიკითხნენ

იმედი

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორი ოქმი განიხილა - ორივე მოქალაქე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო