მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს
თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს

თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს

იმედი|imedinews.ge

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი. მისი თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ დაიწყოს ტალღმტეხის მშენებლობა.

„სამუშაოები გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. ეს ნიშნავს, რომ აშენდება 1380 მეტრის სიგრძის ტალღმტეხი, შესაბამისი აუზი 16-18 მეტრამდე დაღრმავდება და გვექნება შესაძლებლობა, 2029 წლისთვის მივიღოთ პირველი გემი“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მთავრობა გადამწყვეტ ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ ქვეყანა გაორმაგებულ ტვირთბრუნვას მომზადებული დახვდეს და რეგიონში სანდო პარტნიორის რეპუტაცია განიმტკიცოს. თამარ იოსელიანის შეფასებით, არსებულ გამოწვევებსა და ბაზრის მოთხოვნებზე რეაგირებისთვის შემუშავებულია მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმები.

„ჩვენი მიზანია, სრულად დავაკმაყოფილოთ შუა დერეფნის საჭიროებები და მეზობელ ქვეყნებთან სინერგიით ვუპასუხოთ გაზრდილ ტვირთბრუნვას. ამ პროცესში გადამწყვეტია სისწრაფე, ეფექტიანობა და გამტარუნარიანობის გაზრდა. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან გამტარუნარიანობის გასაზრდელად. ამ ყველაფრის დამაგვირგვინებელი ეტაპი კი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურია, რომლის მშენებლობაც უკვე დავიწყეთ და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს ვაღწევთ“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პორტის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 75 სტატია.

  • ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანესBM.GE
  • პრემიერი: ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს ჩართულობით, ესაა იდეალური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების დაცვას და პარტნიორების მრავალფეროვნებასრუსთავი 2
  • დრონების მასირებული იერიში როსტოვის ოლქზე - ნავთობბაზებსა და პორტში ხანძარიატვ პირველი
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
პორტის →

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი