ორიგინალი
კობახიძე: „დიფ სტეითს“ აქვს საკმაოდ დიდი გავლენები და შეიძლება აქაც [რუსეთში] იყოს მოსყიდული საშუალო რგოლი
პუბლიკა·14:02

კობახიძე: „დიფ სტეითს“ აქვს საკმაოდ დიდი გავლენები და შეიძლება აქაც [რუსეთში] იყოს მოსყიდული საშუალო რგოლი

26 ნოემბერი, 2026 · 14:02

ირაკლი კობახიძე რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესს ევროკავშირთან ურთიერთობას ადარებს და ამბობს, რომ შესაძლოა, საშუალო რგოლი რუსეთშიც „დიფ სტეითის“ მოსყიდული იყოს.

„მივესალმები სპეცწარმომადგენლის მიერ საზოგადოების ინფორმირებას. გამჭვირვალობა ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ იცით, რომ როცა საუბარია ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე, ჩვენ მათ ღია და გამჭვირვალე პროცესს ვთავაზობთ. საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს ნებისმიერი მოლაპარაკების შინაარსის თაობაზე და ეს უზრუნველყოფილი უნდა იყოს რუსეთთან მოლაპარაკებების შემთხვევაშიც. რაც შეეხება ჩემი სპეცწარმომადგენლის შეფასებას, მე მას, ბუნებრივია, ვიზიარებ. ჩვენი მოლოდინი ღვინის საკითხზე იყო ის, რომ ეს პრობლემა უმარტივესად უნდა მოგვარებულიყო. 3 საკითხი, რომელიც დააყენა ბატონმა გალუზინმა: ღვინის ხარისხი, ამასთან ერთად უკრაინის სასარგებლოდ ომის დაფინანსება და მესამე – რუსეთის საწინააღმდეგო პროპაგანდაში კომპანიების ჩართულობა. შვიდივე კომპანიის შემთხვევაში ეს სამივე პუნქტი აბსურდია. შესაბამისად, ამ კომპანიების სანქცირების საბაბი აბსურდულია. ჩვენი მოლოდინი, მოლაპარაკებების საფუძველზე, ამ სიის სრული ანულირება იყო, თუმცა ამის სანაცვლოდ მივიღეთ რა – რომ შეიძლება 2 კომპანია დაემატოს სიას და გარკვეული კომპანიები ამოვიდეს სიიდან, რაც არასწორი დამოკიდებულებაა. თვითონ ამ სიის შედგენაც არასწორი დამოკიდებულების გამოვლინება იყო და, ბუნებრივია, ეს ახალი მიდგომაც იგივე შეფასების საგანია, რაც ჩვენთვის გასაოცარია. რაც შეეხება ზოგადად შეფასებას და დამოკიდებულებას: ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ იქ არის „დიფ სტეითის“ მოსყიდული ბიუროკრატია, რომელიც იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდება ევროპის ინტერესებს. კიდევ ერთი რამ, რაც ახასიათებთ, ეს არის უარგუმენტო საუბარი და ქმედებების უარგუმენტოდ განხორციელება, მათ შორის – საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, იგივე ტენდენციას ვხედავთ ამ მოლაპარაკებებშიც. აქაც ძალიან მარტივია: „დიფ სტეითს“ აქვს საკმაოდ დიდი გავლენები და შეიძლება აქაც იყოს მოსყიდული საშუალო რგოლი. შუა რგოლის მოსყიდვა აბსოლუტურად შესაძლებელი მგონია. დიალოგი საჭიროა და ამაზე საუბრობდა სპეცწარმომადგენელი“, – განაცხადა ირაკლი კოაბახიძემ.

19 ნოემბერს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მაკა ბოჭორიშვილის მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი და სერგეი ლავროვის მოადგილე, მიხეილ გალუზინი შეხვდნენ. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ისინი „ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნით კონტაქტების გაძლიერებაზე“ შეთანხმდნენ. მათივე თქმით, შეხვედრა რუსეთ-საქართველოს განახლებული პირდაპირი დიალოგის ფარგლებში გაიმართა.

გალუზინმა რუსული მედიისთვის 22 ნოემბერს მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი დიალოგი რეგულარული გახდება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მხარე მოლაპარაკებების შედეგებით კმაყოფილია.

მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის პირველ მოადგილესთან, მიხაილ გალუზინთან შეხვედრის შემდეგ გიორგი ზურაბაშვილმა „იმედის“ ეთერში ისაუბრა შეხვედრის შინაარსზე.

ზურაბაშვილი რუსეთთან ურთიერთობებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლი და მაკა ბოჭორიშვილის პირველი მოადგილეა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საქართველოს მხარისთვის „მთავარი და პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნება“. ზურაბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა რამდენიმე ტექნიკური საკითხი…“, – თუმცა ამ საკითხების შინაარსი არ დაუკონკრეტებია

სრული სტატია წყაროზეწყარო: publika.ge
  1. მთავარი
  2. პუბლიკა
  3. კობახიძე: „დიფ სტეითს“ აქვს საკმაოდ დიდი გავლენები და შეიძლება აქაც [რუსეთში] იყოს მოსყიდული საშუალო რგოლი

თემა: კობახიძე

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 173 სტატია.

  • ფორმულა·19:14
    კობახიძე ადასტურებს, რომ მინსკში შეხვედრამდე თბილისში იური ბალაშოვი იმყოფებოდა
  • სივილ ჯორჯია·19:07
    კობახიძე ვარაუდობს, რომ რუსეთის მიერ იმპორტზე დაწესებულ შეზღუდვებში შესაძლოა „დიფ სთეითის“ ხელი ურევია
  • კომერსანტი·18:00
    ნებისმიერი, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება იყოს გასაღები ირიბად საბოლოო ჯამში იმ მიზნის მიღწევამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია, რაც არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა - ირაკლი კობახიძე
  • ალია·16:34
    “აღარ იქოქება. პირიმზეშია წასაღები შესაკეთებლად” – გვარამია კობახიძეზე
კობახიძეიყოს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პუბლიკა·19:18

ზურაბაშვილისა და ჰერჩინსკის შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ მორიგ კრიტიკულ რეზოლუციას

ზურაბაშვილისა და ჰერჩინსკის შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ მორიგ კრიტიკულ რეზოლუციას
პუბლიკა·18:26

რა არის განსხვავებული სომხეთის ახალი კონსტიტუციის პროექტში? — ახსნილი

რა არის განსხვავებული სომხეთის ახალი კონსტიტუციის პროექტში? — ახსნილი
პუბლიკა·16:41

Firebird სომხეთში AI მონაცემთა ცენტრში დაგეგმილ ინვესტიციას $8 მილიარდამდე ზრდის

Firebird სომხეთში AI მონაცემთა ცენტრში დაგეგმილ ინვესტიციას $8 მილიარდამდე ზრდის
პუბლიკა·16:28

40-ზე მეტი ორგანიზაცია ეუთოს ხელმძღვანელობაზე აზერბაიჯანის კანდიდატურას ეწინააღმდეგება

40-ზე მეტი ორგანიზაცია ეუთოს ხელმძღვანელობაზე აზერბაიჯანის კანდიდატურას ეწინააღმდეგება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.