ორიგინალი
რუსეთის სტავროპოლის მხარეში შეტევა იყო რაიონზე, სადაც ელექტროსადგური და ქიმიური ქარხანაა
რადიო თავისუფლება·12:05

რუსეთის სტავროპოლის მხარეში შეტევა იყო რაიონზე, სადაც ელექტროსადგური და ქიმიური ქარხანაა

26 ნოემბერი, 2026 · 12:05

26 ნოემბერს გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის სტავროპოლის მხარის ქალაქ ნევინომისკში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ქალაქის სამრეწველო ზონაზე.

სტავროპოლის მხარის გუბერნატორმა ვლადიმირ ვლადიმიროვმა 26 ნოემბერს დილით სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ ნევინომისკში დრონების „ნამსხვრევების ჩამოცვენა დაფიქსირებულია საწარმოო და ენერგეტიკული ობიექტების“ რაიონში, ქალაქში დაზიანებულია სკოლის და უნივერსიტეტის შენობებიც, დაშავდა ორი ადამიანი.

ნევინომისკის ყველა სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადაიყვანეს.

სხვა წყაროები

მონიტორინგის უკრაინული არხების, Exilenova+-ის და Supernova+-ის ცნობით, შეტევა იყო ნევინომისკის იმ რაიონზე, სადაც მდებარეობს ქიმიური საწარმო „აზოტი“ და მსხვილი ელექტროსადგური.

დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მ გავრცელებული ვიდეოკადრების ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ დარტყმა იყო ნევინომისკის ელექტროსადგურზე, რომელიც ქარხანა „აზოტსაც“ კვებავს.

ელექტროსადგური და ქარხანა გზის ორ მხარეს, ერთმანეთის მოპირდაპირედ არიან.

ქარხანა „აზოტი“, რომელიც საერთაშორისო კომპანია Eurochem Group-ის(სათავო ოფისი შვეიცარიაში) შემადგენლობაშია, ასაფეთქებელი ნივთიერებების კომპონენტებსაც აწარმოებს.უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ „აზოტზე“ ათამდე შეტევა იყო.

რუსეთი, რომელიც ოთხ წელზე მეტია უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს დიდი მსხვერპლის გამომწვევ ომს და ქვეყნის ინფრასტრუქტურას ანადგურებს, თავის ტერიტორიაზე უკრაინის შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს.

უკრაინა აცხადებს, რომ მსგავსი დარტყმები არის გაეროს წესდებით გარანტირებული თავდაცვის უფლების რეალიზაცია, პასუხი უკრაინელების დახოცვასა და ინფრასტრუქტურის განადგურებაზე და მიმართულია რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირებისკენ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. რუსეთის სტავროპოლის მხარეში შეტევა იყო რაიონზე, სადაც ელექტროსადგური და ქიმიური ქარხანაა

თემა: რუსეთის

ამ თემას 23 ქართული წყარო აშუქებს — სულ 257 სტატია.

  • ინტერპრესნიუსი·08:42
    მედია - დრონებმა რუსეთში შეუტიეს ქიმიურ ქარხანას, რომელიც რუსეთის არმიას ასაფეთქებელი ნივთიერებებით ამარაგებს
  • GHN·08:40
    რუსეთის სტავროპოლის მხარეში დრონებით თავდასხმა განხორციელდა ქიმიურ ქარხანაზე, რომელიც რუსეთის არმიას ასაფეთქებელი ნივთიერებების კომპონენტებით ამარაგებს
  • იმედი·08:26
    მაკა ბოჭორიშვილი: თუკი რუსეთს სურს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება, ყველამ კარგად ვიცით, რა ნაბიჯები და ვისი მხრიდან არის გადასადგმელი იმისათვის, რომ რაიმე პროგრესი იყოს ამ თვალსაზრისით
  • აიპრესი·06:53
    „დრო გადის, რუსეთის მიზნები და სტრატეგია უცვლელია“ – რა საკითხები დააყენა რუსულმა მხარემ მინსკის შეხვედრაზე და რა პარალელები იკვეთება წარსულთან
რუსეთისმხარი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·09:16

ლიეტუვაში დააკავეს რუსეთისთვის ინფორმაციის გადაცემაში ეჭვმიტანილი 5 მოქალაქე

ლიეტუვაში დააკავეს  რუსეთისთვის ინფორმაციის გადაცემაში ეჭვმიტანილი 5 მოქალაქე
რადიო თავისუფლება·08:28

ეგვიპტეში დიდი მსხვერპლი მოჰყვა საწვავით დატვირთული ავტომანქანის აფეთქებას

ეგვიპტეში დიდი მსხვერპლი მოჰყვა საწვავით დატვირთული ავტომანქანის აფეთქებას
რადიო თავისუფლება·07:36

რუსეთის ჯარებმა ისევ დაარტყეს კიევს

რუსეთის ჯარებმა ისევ დაარტყეს კიევს
რადიო თავისუფლება·01:34

„ვიყავი გაოცებული და გაოგნებული“ - ზურაბაშვილის თქმით, რუსეთი ღვინის კიდევ ორი ქართული კომპანიის დასანქცირებას გეგმავს

„ვიყავი გაოცებული და გაოგნებული“ - ზურაბაშვილის თქმით, რუსეთი ღვინის კიდევ ორი ქართული კომპანიის დასანქცირებას გეგმავს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.