ორიგინალი
მამუკა ფიფია ზურაბაშვილის განცხადებით "გაოგნებულია"
რადიო თავისუფლება·13:18

მამუკა ფიფია ზურაბაშვილის განცხადებით "გაოგნებულია"

26 ნოემბერი, 2026 · 13:18

პრორუსული პარტიის, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანი მამუკა ფიფია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოკომენტარით ეხმაურება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, გიორგი ზურაბაშვილის განცხადებას 19 ნოემბერს მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან გამართულ შეხვედრაზე.

მამუკა ფიფიას თქმით, "გაოგნებულია" ზურაბაშვილის განცხადებით და ამბობს, რომ "გაუგებარია, რა საჭირო იყო ასეთი დემარში".

ზურაბაშვილმა გუშინ, 25 ნოემბერს, „იმედი ლაივის“ ეთერში თქვა, რომ ქართული მხარისთვის მთავარი საკითხი ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნება იყო. ის ოქტომბერში დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ელოდა, გალუზინმა კი უთხრა, რომ რუსეთი ღვინის კიდევ ორი ქართული კომპანიისთვის შეზღუდვების დაწესებას გეგმავს.

ფიფიას განცხადებით, ზურაბაშვილს ჯერ კიდევ თბილისში, ხოლო მოგვიანებით მინსკში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინმა აცნობა, რომ რუსეთი ქართული ღვინის კიდევ ორი კომპანიისთვის - „ვინივერიისა“ და „შატო მუხრანისთვის“ - შეზღუდვების დაწესებას გეგმავს. ფიფიას განცხადებით, ქართულ კომპანიებს ასევე განუმარტეს, რა მექანიზმების გამოყენებით შეუძლიათ სანქციური რეჟიმიდან გამოსვლა.

„რუსული მხარე მაქსიმალურად არის მონდომებული, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას, ამიტომ ჯობია, უფრო შევარჩიოთ სიტყვები და ვითანამშრომლოთ რუსულ მხარესთან“, - ამბობს მამუკა ფიფია.

ის ასევე მიუთითებს, რომ გალუზინმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რუსულ ბაზარზე ქართული კომპანიები მაქსიმალურად იქნებიან წარმოდგენილი.

რა თქვა ზურაბაშვილმა ინტერვიუში

ზურაბაშვილის თქმით, გალუზინმა ქართული კომპანიებისთვის დაწესებული შეზღუდვების ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა ბრალდება, თითქოს ეს კომპანიები ომში უკრაინულ მხარეს აფინანსებენ.

„იყო ნათქვამი, რომ ეს კომპანიები თითქოსდა აფინანსებენ უკრაინის ომს, ანუ უკრაინელების სასარგებლოდ ომს“, - თქვა ზურაბაშვილმა „იმედი ლაივის“ ეთერში. მისი თქმით, გალუზინმა კიდევ ორი მიზეზი დაასახელა - ქართული ღვინის ხარისხი და კომპანიების „ანტირუსული ნარატივი“.

„რა თქმა უნდა, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული ამ სიახლეებით“, - თქვა ზურაბაშვილმა. მისი სიტყვებით, გალუზინს განუმარტა, რომ ქართული ღვინის ხარისხს საერთაშორისო სერტიფიკატები ადასტურებს. ზურაბაშვილმა უარყო უკრაინული მხარის დაფინანსებისა და „ანტირუსული ნარატივის“ შესახებ ბრალდებებიც და თქვა, რომ გალუზინს მათ დასადასტურებლად არცერთი ფაქტი არ მოუყვანია.

ზურაბაშვილმა, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეცაა, თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის მთავარი უთანხმოება საქართველოს სუვერენიტეტს, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებსა და დეოკუპაციას უკავშირდება. მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული და ამ საკითხებზე დიალოგია საჭირო.

ზურაბაშვილს კომენტარი არ გაუკეთებია მოლაპარაკებების მოსკოვსა და თბილისში გაგრძელების შესაძლებლობაზე. ამის შესახებ 25 ნოემბერს ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ რიჟენკოვმა ისაუბრა.

მოსკოვის სანქციები

ოქტომბერში რუსეთმა შვიდი ქართული მწარმოებლის პროდუქციის იმპორტი შეზღუდა. მათგან ოთხი ღვინის მწარმოებელია - „თელიანი ველი“, „თბილღვინო“, „ვაინმენი“ და „ასკანელი ძმები“. „ასკანელი ძმების“ შემთხვევაში აკრძალვა კონიაკსაც შეეხო. სიაში ასევე მოხვდა „ქართული ლუდის კომპანიის“ ლუდი, საქართველოში წარმოებული „კოკა-კოლა“ და მინერალური წყალი „ნაბეღლავი“. რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა მიზეზად ხარისხისა და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამობა დაასახელა.

პრორუსული პარტიის, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანი მამუკა ფიფია ჯერ კიდევ ივნისში ეუბნებოდა რადიო თავისუფლებას, რომ ნანახი ჰქონდა ქართული კომპანიების სია და მათ შესაძლოა „რუსოფობიური და ანტირუსული საქმიანობის სპონსორობაში“ დასდონ ბრალი. 10 ოქტომბერს ფიფიამ დაწერა, რომ აკრძალვა „მხოლოდ პირველი ტალღაა“ და შეზღუდვები ეტაპობრივად 40-ზე მეტ კომპანიას შეეხება.

27 ოქტომბერს ფიფიამ დაასახელა ღვინის კიდევ ორი მწარმოებელი - „ვინივერია“ და „შატო მუხრანი“. მისი თქმით, რუსეთი მათი პროდუქციის იმპორტსაც შეზღუდავდა. იმ დროისთვის ამ ორი კომპანიის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მინსკის ფორმატი

გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის პირველი შეხვედრა 19 ნოემბერს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გაიმართა. მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ერთმანეთს ძირითადად პრაღაში ხვდებოდნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის“ ეთერში თქვა, რომ ქართულ მხარეს მინსკში შეხვედრის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა და მისთვის მთავარი დიალოგის დროულად დაწყება იყო. მინისტრის თქმით, შეხვედრას „არაფერი აქვს საერთო“ არც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების ნაწილობრივ აღდგენასთან და არც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ჩანაცვლებასთან.

22 ნოემბერს გალუზინმა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო ТАСС-ს უთხრა, რომ პირდაპირი დიალოგი რეგულარული გახდება. მისი თქმით, მინსკში მხარეები, თბილისის ინიციატივით, საავტომობილო გადაზიდვებისთვის დამატებითი ნებართვების გაცემაზე შეთანხმდნენ. გალუზინმა ისიც თქვა, რომ ქართულ მხარეს გააცნო მოსკოვის ნაბიჯები რუსულ ბაზარზე ქართული ღვინისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდების გასაზრდელად. ოქტომბერში დაწესებული შეზღუდვები მას ამ კომენტარში არ უხსენებია.

„საქართველოს დიპლომატთა საზოგადოებამ“ შეხვედრის ადგილად მინსკის შერჩევა საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების ნიშნად შეაფასა. ორგანიზაციის განცხადებით, რუსეთის მოკავშირე ქვეყნის დედაქალაქში საერთაშორისო შუამავლების გარეშე მოლაპარაკებების გამართვა მოსკოვისთვის ხელსაყრელი პოლიტიკური არჩევანია. დიპლომატები მიიჩნევენ, რომ მოქმედი მინისტრის მოადგილის დანიშვნა სპეციალურ წარმომადგენლად და მის მანდატში კონფლიქტის მოგვარების საკითხის შეტანა საფრთხეს უქმნის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. მამუკა ფიფია ზურაბაშვილის განცხადებით "გაოგნებულია"

თემა: ზურაბაშვილი

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 59 სტატია.

  • GHN·07:18
    რუსეთის მხარემ შეხვედრაზე დააყენა თითქოსდა უვნებელი საკითხები, რომლებსაც თუ დააკვირდებით, ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და ენერგიას მატებს ოპოზიციურ ძალებს - გიორგი ზურაბაშვილი
  • ნიუპოსტი·01:54
    „ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირებას აპირებენ... ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და ენერგიას მატებს ოპოზიციას“ — გიორგი ზურაბაშვილი
  • ალია·01:49
    ,, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული ამ სიახლეებით, იმიტომ, რომ არაფერი მსგავსი არ ხდება” – ზურაბაშვილი გალუზინთან შეხვედრის დეტალებზე
  • პუბლიკა·01:46
    ზურაბაშვილი მინსკში განხილულ საკითხებს (არ) ასახელებს
ზურაბაშვილი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·13:10

რამდენიმე ქვეყნის მიერ სანქცირებული თეიმურაზ კუპატაძე შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

რამდენიმე ქვეყნის მიერ სანქცირებული თეიმურაზ კუპატაძე შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
რადიო თავისუფლება·12:05

რუსეთის სტავროპოლის მხარეში შეტევა იყო რაიონზე, სადაც ელექტროსადგური და ქიმიური ქარხანაა

რუსეთის სტავროპოლის მხარეში შეტევა იყო რაიონზე, სადაც ელექტროსადგური და ქიმიური ქარხანაა
რადიო თავისუფლება·09:16

ლიეტუვაში დააკავეს რუსეთისთვის ინფორმაციის გადაცემაში ეჭვმიტანილი 5 მოქალაქე

ლიეტუვაში დააკავეს  რუსეთისთვის ინფორმაციის გადაცემაში ეჭვმიტანილი 5 მოქალაქე
რადიო თავისუფლება·08:28

ეგვიპტეში დიდი მსხვერპლი მოჰყვა საწვავით დატვირთული ავტომანქანის აფეთქებას

ეგვიპტეში დიდი მსხვერპლი მოჰყვა საწვავით დატვირთული ავტომანქანის აფეთქებას
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.