ორიგინალი
მოსკოვში დააპატიმრეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოადგილე
რადიო თავისუფლება·13:40

მოსკოვში დააპატიმრეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოადგილე

26 ნოემბერი, 2026 · 13:40

რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოადგილეს, გენერალ-პოლკოვნიკ იური გრეხოვს. მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ეს საჯაროდ ცნობილი გახდა 26 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულმა დამოუკიდებელმა გამოცემა „ასტრამ“ და გამოცემა „კომერსანტმა“ მოსკოვის სამხედრო სასამართლოს ბაზაში აღმოაჩინეს შესაბამისი ჩანაწერი.

კერძოდ, სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის სამხედრო-საგამოძიებო სამმართველოს შუამდგომლობა იური გრეხოვისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ.

სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლი მითითებული არ არის.

გენერალი კორუფციაშია ეჭვმიტანილი

გამოცემა „კომერსანტს“ გამოძიების შესახებ ინფორმირებულმა წყაროებმა აცნობეს, რომ გენერალ-პოლკოვნიკი გრეხოვი ეჭვმიტანილია კორუფციულ დანაშაულში.

კიდევ ერთი რუსული გამოცემა „ბაზა“ წერს, რომ გრეხოვს ბრალად ედება დიდი ოდენობის ქრთამის აღება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.

64 წლის იური გრეხოვი რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოადგილეა 2021 წლიდან. იმავე წელს მიენიჭა გენერალ-პოლკოვნიკის წოდება.მანამდე, 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებს.2022 წლიდან გენერალ-პოლკოვნიკ გრეხოვის წინააღმდეგ მოქმედებს ევროკავშირის და უკრაინის სანქციები.

ბოლო წლებში რუსეთში კორუფციის ბრალდებით დააკავეს თავდაცვის სამინისტროს და არმიის არაერთი მაღალჩინოსანი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. მოსკოვში დააპატიმრეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოადგილე

თემა: რუსეთის

ამ თემას 23 ქართული წყარო აშუქებს — სულ 257 სტატია.

  • ინტერპრესნიუსი·08:42
    მედია - დრონებმა რუსეთში შეუტიეს ქიმიურ ქარხანას, რომელიც რუსეთის არმიას ასაფეთქებელი ნივთიერებებით ამარაგებს
  • GHN·08:40
    რუსეთის სტავროპოლის მხარეში დრონებით თავდასხმა განხორციელდა ქიმიურ ქარხანაზე, რომელიც რუსეთის არმიას ასაფეთქებელი ნივთიერებების კომპონენტებით ამარაგებს
  • იმედი·08:26
    მაკა ბოჭორიშვილი: თუკი რუსეთს სურს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება, ყველამ კარგად ვიცით, რა ნაბიჯები და ვისი მხრიდან არის გადასადგმელი იმისათვის, რომ რაიმე პროგრესი იყოს ამ თვალსაზრისით
  • აიპრესი·06:53
    „დრო გადის, რუსეთის მიზნები და სტრატეგია უცვლელია“ – რა საკითხები დააყენა რუსულმა მხარემ მინსკის შეხვედრაზე და რა პარალელები იკვეთება წარსულთან
რუსეთის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·13:52

აფრიკის დასახლებაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

აფრიკის დასახლებაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
რადიო თავისუფლება·13:18

მამუკა ფიფია ზურაბაშვილის განცხადებით "გაოგნებულია"

მამუკა ფიფია ზურაბაშვილის განცხადებით "გაოგნებულია"
რადიო თავისუფლება·13:10

რამდენიმე ქვეყნის მიერ სანქცირებული თეიმურაზ კუპატაძე შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

რამდენიმე ქვეყნის მიერ სანქცირებული თეიმურაზ კუპატაძე შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
რადიო თავისუფლება·12:05

რუსეთის სტავროპოლის მხარეში შეტევა იყო რაიონზე, სადაც ელექტროსადგური და ქიმიური ქარხანაა

რუსეთის სტავროპოლის მხარეში შეტევა იყო რაიონზე, სადაც ელექტროსადგური და ქიმიური ქარხანაა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.