ორიგინალი
თურქეთის საგარეო მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს ბათუმში მომხდარზე ესაუბრა - Anadolu
რადიო თავისუფლება·00:04

თურქეთის საგარეო მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს ბათუმში მომხდარზე ესაუბრა - Anadolu

27 ნოემბერი, 2026 · 00:04

თურქული მედიასაშუალებები თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ მინისტრი ჰაკან ფიდანი ქართველ კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს ესაუბრა ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ.

ამ ინფორმაციას, მათ შორის, თურქეთის ახალი ამბების სამთავრობო გამოცემა Anadolu ავრცელებს. რადიო თავისუფლება ცდილობს საგარეო უწყების პრესცენტრისგან ინფორმაციის მიღებას - ამ ეტაპზე უშედეგოდ.

თურქული მედიის თანახმადვე, სატელეფონო საუბარი შედგა შინაგან საქმეთა მინისტრებს, მუსტაფა ჩიფთჩისა და სულხან თამაზაშვილს შორის. ვრცელდება ამ საუბრის ამსახველი კადრებიც.

სააგენტოს ცნობითვე:

ბათუმის მოედანზე იმყოფებიან საქართველოში თურქეთის საელჩოსა და ბათუმში გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები;„მიიღება ყველა საჭირო ზომა მოქალაქეების უსაფრთხოებისა და მათი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად“;„ყურადღებით ხდება თურქეთის იმ მოქალაქეების მდგომარეობის მონიტორინგი, რომლებიც ბათუმში იმყოფებიან“.

არსებული ცნობებით, არიან დაშავებულებიც.

მცირე ხნით ადრე თურქეთის მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილე და პრესსპიკერი ომერ ჩელიქი ეხმაურება ბათუმში ბეშიქთაში-ჰაპოელის მატჩის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ქართველი სამართალდამცავები გააკრიტიკა.

ამასთან, 6-მა თურქულმა საფეხბურთო კლუბმა „ბეშიქთაშის“ მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა და „პოლიციის არაპროპორციული ჩარევა“ დაგმო.

ბათუმის ქუჩებში თურქეთიდან ჩამოსულ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოედანზე, „ბათუმი არენაზეც“ გაგრძელდა.

საფეხბურთო მატჩი თურქულ და ისრაელურ კლუბებს შორის დროებით შეაჩერეს და 22:45 საათზე კვლავ განახლდა.

გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე სკამები დაამტვრიეს. პოლიციამ აქაც გამოიყენა წიწაკის სპრეი.დაპირისპირება უშუალოდ მოედანზეც გადავიდა.გამოცემა „ბათუმელების“ ცნობით, მობილიზებულია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი.სავარაუდოდ, არიან დაკავებულები - რადიო თავისუფლება ცდილობს მათი საერთო რაოდენობის დაზუსტებას შსს-სთან.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. თურქეთის საგარეო მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს ბათუმში მომხდარზე ესაუბრა - Anadolu

თემა: მინისტრი

ამ თემას 18 ქართული წყარო აშუქებს — სულ 158 სტატია.

  • GHN·21:29
    ქუვეითში ირანული დრონებით თავდასხმის შედეგად იტალიის ორი მოქალაქე დაიღუპა - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი
  • იმედი·21:29
    გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთი თავს ესხმის უკრაინას, უკრაინა კი თავს იცავს - ვიდრე ის სამხედრო სამიზნეებს ურტყამს, ეს კანონიერია, მაგრამ კონფლიქტის გაფართოებას ვერ მოვიწონებ
  • რუსთავი 2·20:57
    საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე პაველ ჰერჩინსკის შეხვდა - აღნიშნა, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული მორიგი რეზოლუცია ყალბი ნარატივების გასავრცელებლად მიზანმიმართული ნაბიჯია და ძირს უთხრის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს
  • ფორმულა·20:41
    შს მინისტრის მოადგილედ თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა, ის შალვა თადუმაძეს შეცვლის
მინისტრიბოჭორიშვილი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·00:32

მაქსიმალურად ვცდილობთ, დავაწყნაროთ - შს მინისტრი თურქ კოლეგას ბათუმში არსებულ ვითარებაზე

მაქსიმალურად ვცდილობთ, დავაწყნაროთ - შს მინისტრი თურქ კოლეგას ბათუმში არსებულ ვითარებაზე
რადიო თავისუფლება·23:47

ერდოანის პარტიის სპიკერი „ბათუმი არენაზე“ პოლიციის ქმედებებს აკრიტიკებს

ერდოანის პარტიის სპიკერი „ბათუმი არენაზე“ პოლიციის ქმედებებს აკრიტიკებს
რადიო თავისუფლება·23:40

უკმაყოფილება ერთი კვირის შემდეგ - თბილისმა "დიპ სტეიტი" მოსკოვშიც დაინახა

უკმაყოფილება ერთი კვირის შემდეგ - თბილისმა "დიპ სტეიტი" მოსკოვშიც დაინახა
რადიო თავისუფლება·23:32

„გალათასარაი“ და 5 თურქული კლუბი ბათუმში „პოლიციის ქმედებს გმობს“

„გალათასარაი“ და 5 თურქული კლუბი ბათუმში „პოლიციის ქმედებს გმობს“
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.