მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავი გამოაცხადა
დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავი გამოაცხადა

დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავი გამოაცხადა

BM.GE11 ოქტომბერი, 2026, 22:58|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების ორმხრივად შეჩერების შესახებ განაცხადა.

როგორც ირკვევა, თეთრი სახლის ლიდერმა მოკლე მიმართვა სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოაქვეყნა. პრეზიდენტმა ტრამპმა ტექსტში დაადასტურა, რომ მხარეებს შორის ენერგეტიკული ზავი დაუყოვნებლივ ამოქმედდა და აღნიშნა, რომ ახლა მხარეებმა მიღწეულ შეთანხმებას პატივის უნდა სცენ და დაიცვან. საყურადღებოა, რომ ამ ეტაპზე ვაშინგტონს შეთანხმების შესრულების კონკრეტული მექანიზმები არ დაუკონკრეტებია.

"ძალაში დაუყოვნებლივ შედის რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული მიმართულებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ორივე მხარე უკვე დათანხმდა ამას. არ დაარღვიოთ შეთანხმება!" - დაწერა ტრამპმა.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის ეს განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ გამოთქმულ მკაცრ კრიტიკას მოჰყვა. დონალდ ტრამპმა დიზელის საწვავის გაძვირებაში ოფიციალური კიევი დაადანაშაულა. ამასთან, თეთრი სახლის ხელმძღვანელმა უკრაინაში ახალი ლიდერის არჩევის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

მის გამოსვლას მალევე გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყანაში არჩევნების ჩატარებისთვის მზად იქნებოდა, თუ რუსეთი 60-დღიან სრულ ზავს დათანხმდებოდა.

საყურადღებოა, რომ ტრამპის პოსტიდან რამდენიმე წუთში გამოცემა Kyiv Indipendent-ს უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ ოფიციალური კიევი არ ფლობს ინფორმაციას არავითარი ენერგეტიკული ზავის შესახებ.

"უკრაინას არ აქვს ინფორმაცია იმ ენერგეტიკული ზავის შესახებ, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა 11 ოქტომბრის პოსტში გამოაცხადა" - უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსანი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 219 სტატია.

  • ტრამპის თქმით, უკრაინამ ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს, რომელსაც შეთანხმება შეუძლიაფორმულა
  • ვისურვებდი, საქართველო [ევროინტეგრაციის] იმავე დონეზე ყოფილიყო, რაზეც მოლდოვა და უკრაინა — კოსინეტგაზეთი
  • ბენზინის ფასის ზრდის მიზეზი უკრაინის მიერ რუსეთში “ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების“ აფეთქებაა - ტრამპიტვ პირველი
  • ტრამპის განცხადებით, ბენზინზე ფასები ამჯერად არა ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარების არამედ უკრაინის მხრიდან რუსული ნავთობგადამამუშავებელ ქარხნების აფეთქების გამო იზრდებარუსთავი 2
უკრაინის →ტრამპი →

მსგავსი სტატიები

Yandex-ის მონაცემთა ცენტრზე დრონების თავდასხმის შემდეგ, აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს

Yandex-ის მონაცემთა ცენტრზე დრონების თავდასხმის შემდეგ, აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს

BM.GE

ერ-რიადის საერთაშორისო აეროპორტზე იერიში კიდევ ერთხელ მიიტანეს - ობიექტზე ცეცხლი გაჩნდა

ერ-რიადის საერთაშორისო აეროპორტზე იერიში კიდევ ერთხელ მიიტანეს - ობიექტზე ცეცხლი გაჩნდა

BM.GE

GULF-ის პარტნიორი კომპანია უზბეკეთის ბაზარზე შედის - ივანე ნაკაიძე ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

GULF-ის პარტნიორი კომპანია უზბეკეთის ბაზარზე შედის - ივანე ნაკაიძე ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

BM.GE

კონდიციურ ყურძენში 5-10 თეთრით მეტს ვიხდით - “მეღვინეობა შილდა”

კონდიციურ ყურძენში 5-10 თეთრით მეტს ვიხდით - “მეღვინეობა შილდა”

BM.GE