მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მესტიაში $700 000-იანი ინვესტიციით ახალი ტურისტული ობიექტი, "ჰაწვალი კოტეჯები" გაიხსნა
მესტიაში $700 000-იანი ინვესტიციით ახალი ტურისტული ობიექტი, "ჰაწვალი კოტეჯები" გაიხსნა

მესტიაში $700 000-იანი ინვესტიციით ახალი ტურისტული ობიექტი, "ჰაწვალი კოტეჯები" გაიხსნა

BM.GE9 ივლისი, 2026, 17:46|bm.ge

მესტიაში, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, ზურულდის საბაგიროს მიმდებარედ ახალი განთავსების სივრცე "ჰაწვალი კოტეჯები" ამოქმედდა. პროექტის ფარგლებში ჯამში 10 კოტეჯი აშენდა, რომელთა მშენებლობა გაზაფხულზე დასრულდა და ობიექტი ვიზიტორებს უკვე მასპინძლობს.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას ობიექტის დამფუძნებელმა, ბექა ყანჩელმა განაცხადა, თითოეული კოტეჯის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 70 000 აშშ დოლარი იყო.

პრემიუმ კლასის კოტეჯების ფართობი 100 კვადრატული მეტრია და თითოეულ მათგანში 6 სტუმრის განთავსებაა შესაძლებელი.

"თითოეულ კოტეჯში მოწყობილია ორი საძინებელი ინდივიდუალური სველი წერტილებით, მისაღები ოთახი და სამზარეულო, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკითა და ჭურჭლით. სახლებს ასევე აქვს ორი აივანი.

რაც შეეხება ღირებულებას, ფასი სტუმრების რაოდენობაზეა დამოკიდებული. ორ ადამიანზე მოქმედებს შეღავათიანი ტარიფი და ფასი 270-დან 300 ლარამდე მერყეობს, ხოლო კოტეჯის სრულად დაჯავშნის შემთხვევაში, ღირებულება დაახლოებით 400 ლარს შეადგენს," - განაცხადა ბექა ყანჩელმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მოთხოვნა მაღალია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მოგზაურების მხრიდან. დამფუძნებელი ვარაუდობს, რომ მიმდინარე სეზონზე ობიექტის დატვირთულობის მაჩვენებელი 80-90%-ს მიაღწევს.

"სტუმრებს შორის არიან როგორც ქართველები, ისე უცხოელები. ამ ბოლო პერიოდში, სხვა წლებთან შედარებით, განსაკუთრებით გააქტიურდნენ ჩინეთიდან ჩამოსული ტურისტები. ჯავშნები ამ დროისთვისაც აქტიურად შემოდის," - აღნიშნავს ობიექტის დამფუძნებელი.

ბექა ყანჩელმა რეგიონში არსებულ გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სვანეთში ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებისთვის აუცილებელია ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება, განსაკუთრებით კი ზამთრის სეზონზე.

"მნიშვნელოვანია, რომ ზამთრის სეზონისთვის დაიგეგმოს და დაემატოს მეტი სასრიალო ტრასა. ამასთან, გამოწვევად რჩება საბაგიროების მუშაობის საათები. ამჟამად ისინი მუშაობას 16:00 საათზე ასრულებენ. მათი მუშაობის დროის გახანგრძლივება ტურისტების დაინტერესებას მნიშვნელოვნად გაზრდიდა," - აცხადებს ბექა ყანჩელი.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ იგეგმება "ჰაწვალის კოტეჯების" ტერიტორიის შემდგომი კეთილმოწყობა, რაც სივრცეში ღია საცურაო აუზისა და მოსასვენებელი ფანჩატურების მოწყობას ითვალისწინებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ობიექტს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 33 სტატია.

  • ირაკლი ზარქუა უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების განცხადებაზე: სააკაშვილი რომ დარბოდა და სტრატეგიულ ობიექტებს აძლევდა რუსებს, მაშინ სად იყვნენ? გიგაურის ბელადი საზღვარზე რუსებს რომ ეპატიჟებოდა მობრძანდითო, ჩვენი ბიჭების ცხედრები ჯერ კიდევ ბრძოლის ველზე ეყარა - ეს მაშინ არ იყო შეშფოთების საფუძველი?!იმედი
  • ირანი ევროპაში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის სცენარს განიხილავსფორმულა
  • ომი რუსეთის სიღრმეში გადადის - უკრაინა ბრიტანული დრონებით სტრატეგიულ ობიექტებს უტევსტვ პირველი
  • მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდარუსთავი 2
ობიექტს →

მსგავსი სტატიები

სამინისტრო 17 000 პირველკურსელისთვის რუსთავსა და ქუთაისში ღონისძიებას გამართავს - რამდენი დაიხარჯება და რა იგეგმება?

სამინისტრო 17 000 პირველკურსელისთვის რუსთავსა და ქუთაისში ღონისძიებას გამართავს - რამდენი დაიხარჯება და რა იგეგმება?

BM.GE

ნადირობის სეზონის გახსნიდან ერთ დღეში 73 დარღვევა გამოვავლინეთ, ამოღებულია 45 ე.წ. მანოკი - ზედამხედველობის დეპარტამენტი

ნადირობის სეზონის გახსნიდან ერთ დღეში 73 დარღვევა გამოვავლინეთ, ამოღებულია 45 ე.წ. მანოკი - ზედამხედველობის დეპარტამენტი

BM.GE

კოსმეტიკის და კანის მოვლის საშუალებების იმპორტი 24%-ით გაიზარდა - რომელი ქვეყნებიდან შემოგვაქვს?

კოსმეტიკის და კანის მოვლის საშუალებების იმპორტი 24%-ით გაიზარდა - რომელი ქვეყნებიდან შემოგვაქვს?

BM.GE

ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება | რა უნდა ვიცოდეთ?

ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება | რა უნდა ვიცოდეთ?

BM.GE