
უზბეკეთი და აზერბაიჯანი ოქროს მოპოვების ერთობლივ პროექტს იწყებენ
BM.GE|bm.ge
გამოცემა Plat.az-ის ცნობით, უზბეკეთმა და აზერბაიჯანმა ყაშყადარიის რეგიონში მდებარე კიტაბის რაიონში ოქროს მოპოვების ერთობლივი პროექტი დაიწყეს.
როგორც ირკვევა, ახალი სამთო-მომპოვებელი ინიციატივის შესახებ განცხადება უზბეკეთის პრეზიდენტის, შავკათ მირზიოევის რეგიონში ვიზიტის დროს გაკეთდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფოს მეთაურმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება 21 ოქტომბერს გამართული სამუშაო ვიზიტისას გამოაცხადა.
ცნობისთვის, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყაშყადარიის რეგიონში $1.6 მილიარდის ადგილობრივი და $7 მილიარდის უცხოური ინვესტიცია ჩაიდო. მსხვილი ფინანსური რესურსების მოზიდვის შედეგად, ამ პერიოდში მხარეში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი სამჯერ გაიზარდა.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge