მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ქართველიშვილი: ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს მასშტაბური კორუფციული საქმის გამოძიების ფარგლებში ბრალი წარედგინა...უკრაინული სამართლის ურემი, როგორც ჩანს, დაიქოქა
დავით ქართველიშვილი: ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს მასშტაბური კორუფციული საქმის გამოძიების ფარგლებში ბრალი წარედგინა...უკრაინული სამართლის ურემი, როგორც ჩანს, დაიქოქა

დავით ქართველიშვილი: ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს მასშტაბური კორუფციული საქმის გამოძიების ფარგლებში ბრალი წარედგინა...უკრაინული სამართლის ურემი, როგორც ჩანს, დაიქოქა

იმედი|imedinews.ge

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ერმაკის მასშტაბური კორუფციული საქმის გამოძიებასა და მის მიმართ ბრალის წარდგენას.

ანალიტიკოსი წერს, რომ გამოძიება უკავშირდებოდა კორუფციულ სქემას ერმაკსა და „ენერგოატომს“ შორის. ქართველიშვილი იხსენებს გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ ერმაკი ФСБ-ს აგენტი იყო. ანალიტიკოსი ამაზე სოციალურ ქსელში 4 წლის წინ წერდა და უცვლელად მოჰყავს საკუთარი განცხადება:

„თუ არ მივიღებთ მხედველობაში უკრაინის სპეცსამსახურების გადამდგარი გენერლების ვასილ ბურბასა და გენადი მოსკალის პირდაპირ დაბრალებას, რომ ანდრეი ერმაკი ФСБ-ს აგენტს წარმოადგენს, ნუთუ ინტერესს მოკლებულია ის, რომ მამამისი 1989 წელს ავღანეთში ხელმძღვანელობდა სსრკ-ს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების დანაყოფს?“ - წერს ქართველიშვილი.

ანალიტიკოსს მოჰყავს ერმაკის სხვა ბიოგრაფიული და კარიერული დეტალებიც. ქართველიშვილი წერს, რომ უკრაინული სამართლის მანქანა დაიქოქა და ცოტა ხანში საჭირო სიჩქარესაც აკრეფს.

„უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს, მასშტაბური კორუფციული საქმის გამოძიების ფარგლებში ბრალი წარედგინა. ამის შესახებ უკრაინის სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც ირკვევა, გამოძიება მიმდინარეობდა კორუფციულ სქემაზე, რომელიც ერმაკსა და „ენერგოატომს“ უკავშირდება (უკრაინული მედია წერს, რომ საუბარია 100 მილიონ დოლარზე). პირადად მე ანდრეი ერმაკის თაობაზე საყურადღებო ინფორმაცია ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ მოგაწოდეთ, რომელსაც უცვლელად შეგახსენებთ: „თუ არ მივიღებთ მხედველობაში უკრაინის სპეცსამსახურების გადამდგარი გენერლების ვასილ ბურბასა და გენადი მოსკალის პირდაპირ დაბრალებას, რომ ანდრეი ერმაკი, მეტსახელად „ტიმოფეევი“, ФСБ-ს აგენტს წარმოადგენს, ნუთუ ინტერესს მოკლებულია ის ფაქტები, რომ მამამისი 1989 წელს ავღანეთში ხელმძღვანელობდა სსრკ-ს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГРУ) სპეცდანიშნულების დანაყოფს. ნუთუ არ არის საინტერესო, რომ ერმაკის მამის მოადგილეს იმ პერიოდში წარმოადგენდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას მამა, რომელიც დღეს ერევანში ქვეყნის ელჩად მუშაობს, და სომხეთის აშკარა პრორუსული განწყობების მიუხედავად, ქვეყნიდან გამოწვეულიც კი არ არის.

ნუთუ ინტერესს მოკლებულია ასევე და „შემთხვევითობას“ შეგვიძლია მივაწეროთ ის ფაქტი, რომ პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, წარმოშობით უკრაინელი დმიტრი კოზაკი, ქალაქ ჩერკასში ცხოვრების პერიოდში ერმაკების მეზობელი იყო და მეგობრობდა მამამისთან.

კიდევ ერთი საინტერესო შტრიხი ანდრეი ერმაკის შრომითი ბიოგრაფიიდან - წლების განმავლობაში ის იყო ვიქტორ იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიიდან“ რადას ყოფილი დეპუტატის, ოსური წარმომავლობის ცნობილი უკრაინელი მოჭიდავის, კიევის ორგანიზებული დანაშაულებრივი ორგანიზაცია „სავლოხა“-ს (ლიდერი ბორის სავლოხოვი) აქტიური წევრის, ელბრუს თედეევის იურისტი და თანაშემწე...“

ასე რომ, უკრაინული სამართლის ურემი, როგორც ჩანს, დაიქოქა და ცოტა ხანში საჭირო სიჩქარეს აკრეფს...“ - წერს დავით ქართველიშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მასშტაბური

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 57 სტატია.

  • ცეცხლის ალყაში მოქცეული ევროპა - მასშტაბური ხანძრები და საფრთხე ატომურ ელექტროსადგურზერუსთავი 2
  • დენის მასშტაბური გათიშვა და უწყებების დუმილი: რატომ არის სუს-ის გამოძიება რისკიანი|ენერგეტიკოსის ანალიზიBM.GE
  • სოხუმის ცნობით, ელექტროენერგიის მასშტაბური გამორთვა ენგურჰესზე ავარიას უკავშირდებოდანეტგაზეთი
  • სემეკი: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყოფორმულა
მასშტაბური →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

იმედი

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ

იმედი