მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ კომბინირებული საკვების საწარმოში „ნუტრიმაქსი“ იმყოფებოდა
დავით სონღულაშვილი სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ კომბინირებული საკვების საწარმოში „ნუტრიმაქსი“ იმყოფებოდა

დავით სონღულაშვილი სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ კომბინირებული საკვების საწარმოში „ნუტრიმაქსი“ იმყოფებოდა

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ფონიჭალაში მდებარე შპს „ნუტრიმაქსის“ მაღალტექნოლოგიურ საწარმოში იმყოფებოდა. მინისტრი, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად, კომბინირებული საკვების წარმოების შესაძლებლობებს გაეცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

შპს „ნუტრიმაქსი“ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველებისა და ფრინველებისთვის სხვადასხვა სახეობის კომბინირებულ საკვებს აწარმოებს. საწარმოში მიმდინარეობს მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის, ასევე ფრინველის საკვების წარმოება. მისი წლიური წარმადობა 80 000 ტონას შეადგენს, ხოლო პროდუქცია რეალიზდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტზე გადის სომხეთში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ყაზახეთსა და მოლდოვაში.

კომპანია სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია და სხვადასხვა წლებში სახელმწიფო პროგრამით „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ისარგებლა. სახელმწიფო პროგრამების, მათ შორის „აწარმოე საქართველოში“, მხარდაჭერით განხორციელდა საწარმოს მოწყობა და საჭირო ტექნოლოგიური აღჭურვილობის შეძენა. კომპანიაში 200 ადამიანია დასაქმებული.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში, კომბინირებული საკვების საწარმოების შექმნისა და განვითარების მიზნით, საქართველოს მასშტაბით გაცემულია 46 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 115 აგროსესხი, ხოლო სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 10 მილიონ ლარს აღემატება.

კომბინირებული საკვების საწარმოში, მინისტრთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი, მარნეულის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ზაურ დარგალი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარდაჭერით

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 79 სტატია.

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართებატვ პირველი
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, "ბაზარი ორბელიანზე" მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართებაBM.GE
  • მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი: გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას, რათა ძლიერი რეზოლუციის სისტემა იქონიოს. მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების ამ პროცესშირუსთავი 2
  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
მხარდაჭერით →

მსგავსი სტატიები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

იმედი

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

იმედი