მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ილია ინჯია: განათლების რეფორმა უდიდეს როლს შეასრულებს ჩვენი რეგიონების წინსვლაში, მინდა, მადლობა გადავუხადო და მხარდაჭერა გამოვუცხადო განათლების მინისტრსა და მის გუნდს პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და გაწეული სამუშაოსთვის
ილია ინჯია: განათლების რეფორმა უდიდეს როლს შეასრულებს ჩვენი რეგიონების წინსვლაში, მინდა, მადლობა გადავუხადო და მხარდაჭერა გამოვუცხადო განათლების მინისტრსა და მის გუნდს პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და გაწეული სამუშაოსთვის

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ინტერპელაციის წესით მოსმენისას, ვიცე-სპიკერმა, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ ლიდერმა, ილია ინჯიამ მადლობა გადაუხადა გივი მიქანაძეს და მას მხარდაჭერა გამოუცხადა.

როგორც ინჯიამ აღნიშნა, განათლების სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის და ნათელი მომავლის ასაშენებლად.ამასთან, განათლების ახალი რეფორმა ძალიან დიდ როლს შეასრულებს რეგიონების განვითარებაში.

მისი თქმით, უპრეცედენტოა შემთხვევა, როდესაც პირადად მინისტრი ჩადის თითოეულ მუნიციპალიტეტში. იგი ხვდება არა მხოლოდ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, არამედ მათ მშობლებსაც, იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მეტად აღელვებთ საკუთარი შვილების მომავალი.

„პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო განათლების მინისტრს წარმოდგენილი ინფორმაციისთვის. ასევე, მსურს მხარდაჭერა გამოვუცხადო მას და მის გუნდს იმ პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და გაწეული სამუშაოსთვის, რაც დღემდე განხორციელდა.

რაც ჩვენ მოვისმინეთ, მსგავსი პრეცედენტი ამ მიმართულებით არასოდეს ყოფილა. ყველანი ვთანხმდებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და ნათელი მომავლის ასაშენებლად განათლების სისტემა. მის გარეშე წარმოუდგენელია იმ განვითარების დონის მიღწევა, რომელიც ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული.

უპრეცედენტოა შემთხვევა, როდესაც პირადად მინისტრი ჩადის თითოეულ მუნიციპალიტეტში. მეც პირადად დავესწარი ერთ-ერთ ასეთ შეხვედრას. იგი ხვდება არა მხოლოდ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, არამედ მათ მშობლებსაც, იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მეტად აღელვებთ საკუთარი შვილების მომავალი.

ეს არის დიდი მაგალითი იმისა, თუ როგორი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ადამიანი საკუთარ საქმეს, როგორ უნდა უყვარდეს ის. ამისთვის მას დიდ მადლობას ვუხდი.

როდესაც შეხვედრა აბაშის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა, მშობლებიც გაკვირვებულები იყვნენ ასეთი უშუალო ურთიერთობითა და ამომწურავი პასუხებით, რომლებიც მათ მიიღეს. გულახდილად რომ ვთქვა, ზოგიერთს შეიძლება არც კი სჯეროდა, რომ მინისტრი პირადად ასე დეტალურად უპასუხებდა ყველა საკითხს და მოისმენდა მათ მოსაზრებებს იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომელთა წინაშეც თითოეული ოჯახი დგას, განსაკუთრებით რეგიონებში.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ემსახურება რეგიონების განვითარებას და ეს რეფორმა უდიდეს როლს შეასრულებს ჩვენი რეგიონების წინსვლაში.

როდესაც მივალთ იმ ეტაპამდე, სადაც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ექნებათ ის პირობები, რაზეც დღეს ერთად მოვისმინეთ, არავის ექნება სურვილი დატოვოს საკუთარი სახლი და წავიდეს დიდ ქალაქებში ან შორს.

მე ამის დიდი იმედი მაქვს და წარმატებას ვუსურვებ ბატონ გივის და მის გუნდს, რომლებმაც ასეთი დიდი პასუხისმგებლობა აიღეს ქვეყნის, თითოეული მშობლისა და ბავშვის წინაშე“, - განაცხადა ილია ინჯიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარდაჭერით

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 79 სტატია.

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართებატვ პირველი
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, "ბაზარი ორბელიანზე" მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართებაBM.GE
  • მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი: გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას, რათა ძლიერი რეზოლუციის სისტემა იქონიოს. მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების ამ პროცესშირუსთავი 2
  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
მხარდაჭერით →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ