მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. იონათამიშვილი: რაც უფრო მოახლოვდება 26 მაისი, აგონია მით უფრო გაიზრდება რადიკალურ ოპოზიციაში. იციან, რომ ქართულ საზოგადოებაში მხარდაჭერა არ გააჩნიათ და ისევ გარეთ ეძებენ გარკვეულ ინსტრუმენტებს, რომ ქვეყნის იმიჯი დააზიანონ
იონათამიშვილი: რაც უფრო მოახლოვდება 26 მაისი, აგონია მით უფრო გაიზრდება რადიკალურ ოპოზიციაში. იციან, რომ ქართულ საზოგადოებაში მხარდაჭერა არ გააჩნიათ და ისევ გარეთ ეძებენ გარკვეულ ინსტრუმენტებს, რომ ქვეყნის იმიჯი დააზიანონ

იმედი|imedinews.ge

ფაქტობრივად, ოპოზიცია უკვე აღიარებს, რომ 26 მაისი [დაანონსებული აქცია] ჩავარდა, ისინი უკვე ავლენენ მკაფიო გამოხატულ ნიშნებს როგორც აგონიის, ასევე პანიკის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციას ქართულ საზოგადოებაში მხარდაჭერა არ აქვს და მხოლოდ ის აინტერესებთ, უცხოელ პატრონებს ვინ უფრო მეტად ასიამოვნებს.

„რაც უფრო მოახლოვდება 26 მაისი, აგონიაც და პანიკაც მით უფრო გაიზრდება რადიკალურ ოპოზიციაში. შესაბამისად, მათ კარგად იციან, რომ ქართულ საზოგადოებაში არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ და ისევ გარეთ ეძებენ გარკვეულ ინსტრუმენტებს, საშუალებებს, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი დააზიანონ. რა თქმა უნდა, ამაში მათ საკუთარი პატრონების იმედი აქვთ ყველაზე მეტად.

მაგრამ საქართველოში თუ გინდა რაიმეს მიღწევა, პირველ რიგში ქართველი ხალხის იმედი უნდა გქონდეს. პატრონების იმედი იმას ნიშნავს, რომ თავისუფალი ადამიანი არ ხარ, სხვაზე ხარ დამოკიდებული და ნებისმიერი ის ადამიანი არის უსამშობლო, რომელიც საკუთარ ხალხზე კი არა, უცხოელ პატრონებზეა დამოკიდებული და პოლიტიკაში რაღაცის მიღწევა სურს. აი, ასეთი პალიტრა არსებობს რადიკალურ ოპოზიციაში და მათ მხოლოდ ის აინტერესებთ, ვინ უფრო ასიამოვნებს საკუთარ დამკვეთს, უცხოელ პატრონებს. რა თქმა უნდა, უსამშობლო ადამიანები ყოველთვის ცდილობენ, რომ ის ქვეყანა დააზიანონ, საიდანაც ისინი წარმოშობით არიან, მაგრამ საბოლოო ჯამში რა შედეგსაც მიიღებენ, ამას ფაქტობრივად, ყოველდღიურად ვუყურებთ, რა მძიმე და სავალალო მდგომარეობაში არიან ისინი“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარდაჭერით

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 79 სტატია.

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართებატვ პირველი
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, "ბაზარი ორბელიანზე" მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართებაBM.GE
  • მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი: გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას, რათა ძლიერი რეზოლუციის სისტემა იქონიოს. მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების ამ პროცესშირუსთავი 2
  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
მხარდაჭერით →საზოგადოების →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ