მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე, საერთაშორისო ბანაკში 50 ეთნიკურად აფხაზი და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა მონაწილეობდა
საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე, საერთაშორისო ბანაკში 50 ეთნიკურად აფხაზი და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა მონაწილეობდა

საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე, საერთაშორისო ბანაკში 50 ეთნიკურად აფხაზი და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა მონაწილეობდა

იმედი|imedinews.ge

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ, მსოფლიო საპატრიარქოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე, აფხაზეთიდან დევნილი 11-დან 15 წლამდე ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკი მოაწყო.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ბანაკში აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან ერთად, მონაწილეობდნენ სოფელ ფერიაში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი ახალგაზრდებიც. საერთო ჯამში, პროგრამაში 50 ეთნიკურად აფხაზი და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა ჩაერთო.

ახალგაზრდები 7 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ. მათთვის მოეწყო ექსკურსიები როდოსის ისტორიულ ადგილებში.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა მონაწილეებისთვის ლექციები წაიკითხა ღირებულებითი განათლების შესახებ.

ბანაკის დახურვის ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა ბერძენ მასპინძლებს ქართული ტრადიციული ცეკვები და სიმღერები წარუდგინეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 150 სტატია.

  • რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 960 ტონა ბენზინი შეიტანეს - მედიაBM.GE
  • საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედისფორმულა
  • კობახიძემ აფხაზეთში შეტანილი საწვავის მოცულობა დაასახელანეტგაზეთი
  • პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო - რას აცხადებენ აფხაზეთის ომის ვეტერანებირუსთავი 2
აფხაზეთის →

მსგავსი სტატიები

რუსეთის თავდასხმას სავაჭრო ცენტრზე 16 ადამიანი ემსხვერპლა - ზელენსკი მოკავშირეებს სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდებს

რუსეთის თავდასხმას სავაჭრო ცენტრზე 16 ადამიანი ემსხვერპლა - ზელენსკი მოკავშირეებს სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდებს

იმედი

„მიზანმიმართული ტერორიზმი“ - ევროკავშირი უკრაინაში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის თავდასხმას გმობს

„მიზანმიმართული ტერორიზმი“ - ევროკავშირი უკრაინაში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის თავდასხმას გმობს

იმედი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინი ამ ზამთარს თავის მიზანს ვერ მიაღწევს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინი ამ ზამთარს თავის მიზანს ვერ მიაღწევს

იმედი

ნადარბაზევის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხენოსნო დოღი გაიმართა

ნადარბაზევის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხენოსნო დოღი გაიმართა

იმედი