მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: როგორ შეიძლება მხარდაჭერა ჰქონდეს იმ ხალხს, რომელიც ამბობს, რომ უცხო ქვეყნის ელჩის ვასალი უნდა იყოს. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ოქროს გალია რკინის გალიაზე რაიმეთი უკეთესია, ძალიან ცდება, მთავარი თავისუფლებაა
შალვა პაპუაშვილი: როგორ შეიძლება მხარდაჭერა ჰქონდეს იმ ხალხს, რომელიც ამბობს, რომ უცხო ქვეყნის ელჩის ვასალი უნდა იყოს. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ოქროს გალია რკინის გალიაზე რაიმეთი უკეთესია, ძალიან ცდება, მთავარი თავისუფლებაა

იმედი|imedinews.ge

რა თქმა უნდა არ განიხილავს, მაგრამ მათთვის რა აზრის აქვს, ვინც ცდილობს ასეთი საკითხის წამოყენებას - 2026-ში, 27-ში, თუ 28-ში დამარცხდებიან, რა მნიშვნელობა აქვს, მარცხი ხომ ყოველთვის მარცხია, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას - „ვადამდელ არჩევნებს არ განიხილავს „ქართული ოცნება“? რა შემთხვევაში შეიძლება ვნახოთ ასეთი არჩევნები, რადგან ამის მოლოდინი არსებობს“.

პაპუაშვილის განმარტებით, ოპოზიციის პრობლემა არ არის ის, თუ როდის ჩატარდება არჩევნები, არამედ მათი რეალური პრობლემაა ის, რომ ამომრჩევლის მხარდაჭერა არ აქვთ.

„მათი პრობლემა ის კი არ არის, არჩევნები როდის იქნება, მათი პრობლემა ისაა, რომ მხარდაჭერა არ აქვთ და არჩევნებში მარცხდებიან. როგორ შეიძლება მხარდაჭერა ჰქონდეს იმ ხალხს, რომელიც ამბობს, რომ უცხო ქვეყნის ელჩის ვასალი უნდა იყოს. ასეთი ხელისუფლება უნდათ, აქ უნდა იყოს უცხოეთისგან მართული, ვასალი სახელმწიფო, ამ ვასალობას ჩვენ 35 წლის წინ გავექეცით სისხლით და ბრძოლით და ახლა ამ ვასალობაში დაგვაბრუნონ იმის გამო, რომ ვისი ვასალიც ვიქნებით იმ სახელმწიფოს სახელი რ-თი კი არა სხვა ასოთი დაიწყება, ამით ჩვენთვის არაფერი იცვლება. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ოქროს გალია რკინის გალიაზე რაიმეთი უკეთესია, ძალიან ცდება. მთავარი თავისუფლებაა და ამ თავისუფლებისთვის ვიბრძოლებთ ყველასთან მიმართებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარდაჭერით

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 79 სტატია.

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართებატვ პირველი
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, "ბაზარი ორბელიანზე" მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართებაBM.GE
  • მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი: გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას, რათა ძლიერი რეზოლუციის სისტემა იქონიოს. მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების ამ პროცესშირუსთავი 2
  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
მხარდაჭერით →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ