იმედი — 17 სექტემბერი 2026

171 სტატია

  1. ფრიდრიხ მერცმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას უკრაინა და ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარება განიხილა
  2. გია ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ქმედებებით აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“
  3. გიორგი გამსახურდია: ჩემს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მეუბნებიან ბოდიში შეცდომისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა ამას შევაკალით და ამასში იგულისხმება პირადად სააკაშვილი და მის გარშემო არსებული ხალხი
  4. გიორგი გამსახურდია ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე: თავიანთ სიშლეგეს აბრალებენ „შეთქმულების თეორიებს“. ჩერგოს, რაღაც ნაწილში და „ვორდინგში“ ვეთანხმები მაგათზე, რასაც ამბობს. მიხეილ სააკაშვილმა თავისი ხარჭების დონეზე დაიყვანა პარტია
  5. რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები გაცვალეს - უკრაინულ მხარეს 252 დაღუპულის ცხედარი გადაეცა, რუსულ მხარეს კი 23
  6. გიორგი გამსახურდია: ამათ რა ოპონირება უნდა გაგვიწიონ, ვინ მისცემთ ხმას?! ისეთ დღეში არიან, რომ არცერთ ქვეყანაში არცერთი ოპოზიცია არ მინახავს. ძალიან ბევრი ფულია შეჭმული და ზუსტად მაქვს ინფორმაცია, რომ თავიანთი დამკვეთები დღეს სთხოვენ
  7. თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციის და გარე ძალების ურთიერთობაზე: იმის გამო, რომ მათ [გარე ძალებმა] დაუშვეს შეცდომები, არის ეს მძიმე სიტუაცია შექმნილი. საბოლოო ჯამში მივიღეთ, რომ ეს ორგანიზაციები [პარტიები] სიკვდილის პირას მიიყვანეს მათ თავისი არასწორი ნაბიჯებით
  8. თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს, მათ პატრონები ჰყავთ, რომლებმაც ეს ნაბიჯები გადაადგმევინეს
  9. თენგიზ შარმანაშვილი: კონსტიტუციაში წერია, რომ ხელისუფლებაში ყოფნა შესაძლებელია მხოლოდ არჩევნებით, მაგრამ იმავე კონსტიტუციაში წერია, რომ შენ ხელისუფლებიდან შეიძლება ჩამოგაცილონ, მიღებული მანდატებიც კი ჩამოგართვან, თუ არაკონსტიტუციურად მოქმედებ და ამას სასამართლო დაადგენს
  10. The Associated Press: ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის მაღალჩინოსნებს, მათ შორის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაზე დასასწრებად ვიზები დაუმტკიცა
  11. თენგიზ შარმანაშვილი გახარიას პარტიაზე: აქ იყო ლაპარაკი იმ თემაზე, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში ემოქმედათ, სამწუხაროდ ეს ასე არ გააკეთეს. ისინი კვლავ იმ ნარატივში რჩებიან, რომ ხელისუფლება არის არაკონსტიტუციური, არალეგიტიმური
  12. თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ალიანსები შექმნეს და თავისი მიზნები არც დამალეს - არაკონსტიტუციური გზებით ხელისუფლების ჩამოშორება. შემდეგ დაიწყეს არაკანონიერი ფულის ათვისება შიდა პოლიტიკურ საკითხებში და ჩვენ ამის მტკიცებულებები გაგვაჩნია. ზოგიერთი მტკიცებულება თვითონ შეგვაქმნევინეს. ფონდებს უხდიდნენ მადლობებს, რომ რა კარგი ქენით, რომ თანხები გადმოგვირიცხეთ, როდესაც ადგილობრივ არჩევნებში გავდიოდითო
  13. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად, აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
  14. ტრამპი: პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის გაბედული ლიდერობის წყალობით, მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული პოლონეთში აშშ-ის არმიის ბაზის განთავსების მიმართულებით
  15. The Economist: ოქტომბრისთვის რუსმა ოკუპანტებმა შესაძლოა კიევში „ნამდვილი ჯოჯოხეთი“ დაატრიალონ
  16. ვატო შაქარიშვილი: გუშინ ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის ყოველწლიური გამოსვლა ჩაძირვის პირას მყოფი ტიტანიკის სცენას ჰგავდა, როდესაც აღსასრულის მოახლოების მიუხედავად ორკესტრი დაკვრას, მგზავრები კი ცეკვას განაგრძობენ
  17. „რთველი 2026“ დაიწყო. წელს მოსავლის რეკორდულ მაჩვენებელს ელოდებიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
  18. გორში „მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026“ გაიმართა
  19. რაიონულმა და საქალაქო სასამართლოებმა სიძულვილის სამმართველოს მიერ შედგენილი 11 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილეს. საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო მოქალაქეებს მოსამართლეებმა ჯარიმა დააკისრეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
  20. ოპოზიციაში დაპირისპირების მორიგი მიზეზი ამჯერად, ლევან ხაბეიშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილი გახდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
  21. ქვეყანაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია - საავტომობილო გზების დეპარტამენტი ერთდროულად რამდენიმე სტრატეგიულ მიმართულებაზე მუშაობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
  22. კახა კალაძე: ოპოზიციად წოდებული უსამშობლო აგენტები განულებულები არიან
  23. ხელოვნური ფენომენი უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია. გრანტების მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
  24. კახა კალაძე FARA-ს გამკაცრებაზე: ეს აბსოლუტურად გასაგებია მთელ მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე
  25. „ნამახვანჰესის“ პროექტი და ინვესტორ კომპანიასთან მიმდინარე საერთაშორისო დავა, სადაც მხარეები შესაძლო ალტერნატიულ გზებსა და შეთანხმების პერსპექტივებს განიხილავენ - მთავრობა მომდევნო ათ წელიწადში ელექტროენერგიის თვალსაზრისით სრული თვითკმარობის მიღწევას ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს პრიორიტეტად აცხადებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
  26. სამგორის რაიონში ე.წ. სამხედრო დასახლებაში, დედაქალაქში სიდიდით მეორე პარკი გაიხსნა
  27. გამჭვირვალობა როგორც დემოკრატიის ფუნდამენტი - შეერთებული შტატები არარეგისტრირებული უცხოური აგენტების წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
  28. ტუსკი: დაზვერვის ცნობების თანახმად, რუსეთის გეგმაში ასევე შედის ჰიბრიდული თავდასხმები დრონებითა და რაკეტებით იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ, მათ შორის პოლონეთზეც
  29. ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს
  30. ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე,2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს
  31. მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს დამიან იოვიჩს შეხვდა
  32. ისრაელი და მაროკო დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, რაც მოიცავს წარმომადგენლობების საელჩოების დონემდე ამაღლებასა და ორივე ქვეყანაში ელჩების დანიშვნას
  33. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის ახალმა შეხვედრამ შესაძლოა ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღოს
  34. ინგა ფხალაძე: მიზნად ვისახავთ ელექტროენერგიის ექსპორტის ხუთჯერ გაზრდას და იმპორტზე დამოკიდებულების პრაქტიკულად განულებას
  35. ინგა ფხალაძე: დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
  36. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე: საქართველო თავის ენერგეტიკულ განვითარებაში არა მხოლოდ გენერაციის ზრდას გულისხმობს, არამედ იმასაც, რომ ადგილობრივად წარმოებული ელექტროენერგია ექსპორტირებული იქნება ევროპის ბაზარზე
  37. მარიამ ქვრივიშვილი: გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოსთვის ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება
  38. ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩა №9-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე კონტრაქტორი სამშენებლო კომპანია „საბაკონსთრაქშენის“ მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად შენობის ფასადის დაზიანების ფაქტზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოკვლევა დაიწყო
  39. ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩა №9-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიის „საბაკონსთრაქშენის“ მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად შენობის ფასადის დაზიანების ფაქტზე, მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოკვლევა დაიწყო
  40. კარნი ტრამპს: კანადელებს ვერავინ მიუთითებს, რა გააკეთონ
  41. გერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ნორბერტ როტგენი: უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი უსაფრთხოების დაცვის ყველაზე ხარჯეფექტური გზაა
  42. გერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ნორბერტ როტგენი: უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი უსაფრთხოების დაცვის ყველაზე ხარჯეფექტიანი გზაა
  43. გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი: მიმაჩნია, რომ მთავრობა ბევრს აკეთებს ქვეყნის პოპულარიზაციისა და იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს სათანადო ყურადღება მიექცეს
  44. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა ავსტრალია და ახალი ზელანდია, შესაძლოა კანადის მაგალითს მიჰყვნენ და ევროკავშირის „ასოცირებული წევრები“ გახდნენ
  45. მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულთან, კორტნი ოსტრიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
  46. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გაიხსნა
  47. Rheinmetall-ის გენერალური დირექტორი: გერმანიის სარაკეტო მარაგები შემაშფოთებლად დაბალ დონეზე რჩება
  48. ინგა ფხალაძე: იმ მიზნებისთვის, რომ საქართველო გახდეს არა მხოლოდ სატრანზიტო ჰაბი, არამედ საექსპორტო ჰაბიც, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება დიდი ჰესების განვითარებას საქართველოსთვის
  49. ნიკოლოზ სამხარაძე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა
  50. გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა
  51. რევაზ სოხაძე: ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ზამთრის პერიოდში, საქართველოში არც ერთი მიმართულებით მოძრაობა არ ჩაგვეკეტოს
  52. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: ენერგეტიკის სფეროში ინვესტორების გაზრდილი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო არის საკმაოდ მდიდარი განახლებადი ენერგეტიკული რესურსებით და ასევე გამჭვირვალე პროცედურებით
  53. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: ენერგეტიკის სფეროში ინვესტორების გაზრდილი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო არის საკმაოდ მდიდარი განახლებადი ენერგეტიკული რესურსებით და ასევე გამჭვირვალე პროცედურები
  54. ზვიად შალამბერიძე: დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, რომ უმნიშვნელოვანესია მსგავსი პროექტები საქართველოსთვის. ორი წლის წინ გვექნებოდა „ნამახვან ჰესი“ დასრულებული და 433 დადგმული მეგავატი ექნებოდა უკვე ჩვენს ქვეყანას გამომუშავებული. ასეთი შემოსავალი დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ. მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენ ამას განვახორციელებთ
  55. ზვიად შალამბერიძე: დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, რომ უმნიშვნელოვანესია მსგავსი პროექტები საქართველოსთვის. ორი წლის წინ გვექნებოდა „ნამახვან ჰესი“ დასრულებული და 433 დადგმული მეგავატი ექნებოდა უკვე ჩვენს ქვეყანას გამომუშავებული. ასეთი შემოსავალი დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას მომავალში განვახორციელებთ
  56. ინგა ფხალაძე: მიზნად ვისახავთ ელექტროენერგიის ექსპორტის 5-ჯერ გაზრდას და იმპორტზე დამოკიდებულების პრაქტიკულად განულებას, ამისთვის საქართველოს მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსი აქვს
  57. ზვიად შალამბერიძე „ფარაზე“: ვფიქრობ, სულ ახლო მომავალში, თითქმის ყველა სახელმწიფოს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თავისი სუვერენიტეტი, თავის კანონმდებლობაში მსგავსი და ძალიან მკაცრი კანონი ექნება
  58. ზვიად შალამბერიძე: იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც გადაპორტირდნენ საქათმეებში სადღაც ესტონეთში, არასოდეს ამოძრავებდათ ჩვენი საზოგადოების ინტერესები. მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის მუშაობდნენ
  59. მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა
  60. AP: კარნი კანადის ევროკავშირის ასოცირებულ წევრობას მიესალმება
  61. დმანისის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა
  62. სემეკის წარმომადგენელს ენერგეტიკოსის საპატიო ჯილდო გადაეცა
  63. ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო: კანადის ევროკავშირში შესაძლო ასოცირებული წევრობა რეალური არ არის
  64. რევაზ სოხაძე და ზურაბ პატარაძე აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ საგზაო პროექტებს გაეცნენ
  65. ლაშა ფარულავა: არა მხოლოდ ვეთანხმები ლევან ხაბეიშვილს, ვმუშაობთ, რომ მისი განცხადება სისრულეში მოვიყვანოთ - თამარ ჩერგოლეიშვილის პოზიციები არ გვაინტერესებს, სინამდვილეში არც არავის აინტერესებს
  66. ფაშინიანის განცხადებით, ის რუსული ენის დამატებით კურსებზე დადის
  67. პრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
  68. პაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კიბოს სკრინინგის საკითხებზე ღონისძიება გაიმართა
  69. პესკოვი აშშ-ში რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ სასანქციო კანონზე: რა თქმა უნდა, აშშ-ის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღება ცალსახად გაართულებს უკრაინაში სამშვიდობო დარეგულირების გზების მოძიების ძალისხმევას
  70. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კურორტ გოდერძის განვითარების საკითხებზე ხულოს მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა
  71. შვედეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც ოპოზიციამ არჩევნების შედეგად უმრავლესობა მოიპოვა
  72. ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
  73. ბექა ვაჭარაძე: ჩვენ გვინდა, ფოთში ძლიერი სარაგბო ოჯახი შევქმნათ - ძლიერი გუნდი გვყავდეს დღეს და კიდევ უფრო ძლიერი თაობა გავზარდოთ ხვალ
  74. გივი მიქანაძე იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
  75. გურამ მაჭარაშვილი: თუ FARA-ს კანონის გამკაცრება ისეთ ქვეყანას სჭირდება, როგორიც ამერიკაა, წარმოიდგინეთ, რამდენად საჭიროა გამჭვირვალობის კანონი საქართველოსთვის, რომელიც ბევრი ქვეყნის ინტერესთა გადაკვეთის ობიექტია
  76. სინგაპურში მოსახლეობას სოციალური ქსელების სქროლვის სანაცვლოდ წიგნების კითხვაში ფულს უხდიან📚
  77. პარლამენტის წევრები ენერგეტიკოსთა პროფესიული დღის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრნენ
  78. ლევან მაჭავარიანი: ყველაფრის მხილება მოახდინა აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ, რომელმაც ფაქტებით დაადასტურა, თუ როგორ მოქმედებდნენ USAID-ი ან NED-ი „ენჯეობის“ მეშვეობით სხვადასხვა ქვეყანაში ქაოსის შესატანად, რევოლუციების მოსაწყობად
  79. ლევან მაჭავარიანი: ყველაფერი ამხილა აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ, რომელმაც ფაქტებით დაადასტურა, თუ როგორ მოქმედებდნენ USAID-ი ან NED-ი „ენჯეობის“ მეშვეობით სხვადასხვა ქვეყანაში ქაოსის შესატანად, რევოლუციების მოსაწყობად
  80. ეკატერინე გალდავა Swift-ის საგადახდო ფორუმზე მომხსენებლად წარდგა
  81. გურამ დუმბაძე: ვმუშაობთ ძალიან საინტერესო სიახლეზე, რაც ეხება სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას, გვინდა, წელსვე ჩავუშვათ საპილოტე ნაწილი
  82. ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა ახალი რეკრეაციული სივრცეები დაათვალიერა
  83. The Guardian: თურქეთში LGBTQ+ აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მასშტაბური დაკავებები განხორციელდა
  84. გურამ დუმბაძე: სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებით, დავავალდებულეთ შემსყიდველი ორგანიზაციები, გავწეროთ ხარისხის ყველა კომპონენტი, რომელიც საჭიროა ხარისხიანი სამშენებლო პროდუქტის მისაღებად, ჯერ ამას ვამოწმებთ, თუ დააკმაყოფილებს, შემდგომ ფასის მიხედვით ხდება გამარჯვებულის გამოვლენა
  85. გურამ დუმბაძე: შესყიდვების რეფორმების ნაწილი ძალაში შედის და ინერგება ახალი ელემენტები, როგორიცაა ელექტრონული კატალოგი, ჩარჩო შეთანხმება და ქვეკონტრაქტორის ნაწილი, მცირე და საშუალო ბიზნესს უკვე მნიშვნელოვანი კონკურენციის გაწევა შეუძლია მსხვილ კომპანიებთან
  86. შალვა პაპუაშვილი იორდანიის დელეგაციას შეხვდა
  87. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლაგოდეხში ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმა
  88. პოლიტიკური თანამდებობის წარმომადგენლისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე, მოსამართლემ მოქალაქე ალექსანდრე იანკოვსკი 4 ათასი ლარით დააჯარიმა
  89. აშშ-მა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად პალესტინის ლიდერს მაჰმუდ აბასს ვიზა არ მისცა
  90. ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი პრესმდივანი იულია მენდელი ევროპარლამენტის შენობაში არ შეუშვეს
  91. გიორგი ვოლსკი: აშშ-ში კანონის გამკაცრების საჭიროება გვესმის. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უცხოური, მით უმეტეს, დესტრუქციული გავლენა საქართველოში უნდა იყოს აღკვეთილი
  92. თენგიზ შარმანაშვილი ნამახვანჰესზე: არანაირი აგენტის მიერ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პროექტების ჩაშლას საქართველოში ადგილი აღარასდროს ექნება
  93. გურამ მაჭარაშვილი: მე მინდა საზოგადოებას შევახსენო 2023 წელი, როდესაც „ხალხის ძალამ“ დავაინიციირეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და შემდეგ მივიღეთ „ფარას“ ანალოგიური კანონი საქართველოში. ის, რაც მოქმედებს შეერთებულ შტატებში, თუმცა ესეც კი დაიწუნეს
  94. დავით მათიკაშვილი „ფარას“ გამკაცრებაზე: ვაკვირდებით ამ პროცესს და კიდევ ერთხელ აქტუალური ხდება ის, თუ რაოდენ უსამართლო ორმხრივი სტანდარტი იყო საქართველოს მიმართ აგორებული კამპანია
  95. დავით მათიკაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა
  96. ნიკოლ ფაშინიანი: რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზას სომხეთის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა არ აქვს
  97. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს გიორგი ზაქარაშვილს შეხვდა
  98. ზელენსკის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა გვიან ღამით იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და როსტოვში სამხედრო აეროდრომი დაბომბეს
  99. ნათია თურნავა Swift-ის საგადამხდელო ფორუმში მონაწილეობდა
  100. სამტრედიის N11 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
  101. TikTok-ის დამფუძნებელი აზიის ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა
  102. თავდაცვის სამინისტროში უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მხარდაჭერის ფინანსური მიმოხილვის შეხვედრები გაიმართა
  103. მარინ ლე პენი: საფრანგეთს უკრაინისთვის ამჟამინდელი მასშტაბით დახმარების გაწევა აღარ შეუძლია
  104. დავით ქართველიშვილი ვლადისლავ ტატარინცევისთვის საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიღების ფაქტზე: ახალი თავსატეხი რადიკალების ბანაკში - მიიღებენ თუ არა თავის რიგებში „სოსოიას რუსს“
  105. მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ გვჭირდება მეტი გენერაცია. გვჭირდება ძლიერი ქსელი, მეტი ინვესტიცია, თანამედროვე ტექნოლოგია და რეგიონული პროექტები, თუმცა, პირველ რიგში, გვჭირდება თქვენნაირი ადამიანები
  106. პრემიერი ნამახვანჰესზე: იყო პირდაპირი საბოტაჟი, ეწყობოდა აქციები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, დღეს უცხოური აგენტურა არის ბევრად უფრო სუსტი და სახელმწიფო არის ბევრად უფრო ძლიერი, შესაბამისად, რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, ის აღარ მოხდება დღეს და ხვალ
  107. მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი საბოლოო მიზანი მკაფიოა, 2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულად თვითკმარი უნდა გახდეს - ეს არის ამბიციური მიზანი, მაგრამ, ამბიცია მაშინ არის ფასეული, როდესაც მას თან ახლავს გეგმა, რესურსი და პროფესიონალები
  108. ირაკლი კობახიძე: გრანტების მართვის სააგენტო არის მილევად რეჟიმში და წლის ბოლომდე დაიხურება, „ენჯეო“ არის ხელოვნური ფენომენი უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის, შესაბამისად, ჩვენ მოვიგონოთ „ენჯეოები“ და დავაფინანსოთ, ასეთი რამ არასწორია
  109. მარიამ ქვრივიშვილი: 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, ენერგეტიკის სექტორის საბანკო დაკრედიტებამ რეკორდულ 3.2 მილიარდ ლარს მიაღწია
  110. ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ეს იქნებოდა აბსურდი და არასწორი, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად
  111. ირაკლი კობახიძე: დისკომფორტია, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხვდება ციხეში კონკრეტული ბრალდებით, ეს დისკომფორტი შეუქმნა ჩვენს გუნდს ღარიბაშვილმა, კორუფციას ვერავინ გადაფარავს ვერც წერილებით, ვერც განცხადებებით, იმდენად სუფთად მუშაობს გუნდი, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის სახით, რომ ასეთ საუბრებს არასდროს არ ჰქონია რაიმე შედეგი
  112. ComCom-სა და UNICEF-ს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
  113. ირაკლი კობახიძე გრიგოლ ლილუაშვილზე: ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა, გუნდისთვის არის დისკომფორტი, რომ გუნდის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი აღმოჩნდა გახვეული ასეთ ქმედებებში, სამწუხაროა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა
  114. მარიამ ქვრივიშვილი: ინვესტორებს დაუბრუნდათ ნდობა ენერგეტიკის სექტორში პროცესების გამჭვირვალეობაზე, სანდოობაზე, სამართლიანობასა და სექტორის განვითარების პერსპექტივაზე
  115. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის ცნობილია⚽
  116. თამთა მეგრელიშვილი: ალოგიკურია, ბრენდის სარეკლამო სახე იყოს ადამიანი, რომელიც საზოგადოების ნაწილს პოლიტიკური გემოვნების გამო აკრიტიკებს და შეურაცხყოფს, თუ ბრენდი არ ეთანხმება მას ამ განწყობებში
  117. პრემიერი: სტატისტიკა შემცირებულია დანაშაულის ნაწილში, დანაშაულის გახსნის ნაწილში კი გვაქვს გაზრდილი, გაუმჯობესებული სტატისტიკა, ქალბატონი ფილფანი იმ პოლიტიკური ძალის ნაწილია, რომელიც ხელისუფლებაში იყო 2012 წლამდე, მაშინდელი მკვლელობების სტატისტიკა შეგიძლიათ, აიღოთ და შეგიძლიათ, ნახოთ წლევანდელი და შარშანდელი სტატისტიკა - არის რამდენიმეჯერადი სხვაობა გაუმჯობესების კუთხით
  118. მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო კიდევ უფრო ამყარებს საკუთარ პოზიციას, როგორც კასპიის ენერგორესურსების ევროპისკენ ტრანსპორტირების საიმედო მარშრუტი
  119. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის 8 თვეში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოავლინა
  120. მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ ვაბრუნებთ სიცოცხლეს იმ პროექტებშიც, რომლებიც წლების განმავლობაში ჩიხში იყო მოქცეული
  121. მარიამ ქვრივიშვილი: 2026 წელს დასრულდა სამი ჰიდროელექტროსადგურისა და ერთი ქარის პროექტის მშენებლობა - წლის ბოლომდე დასრულდება კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგურის, ორი ქარის და სამი მზის პროექტის მშენებლობა
  122. ირაკლი კობახიძე: „გახარია საქართველოსთვის“ დღემდე არ აღიარებს კონსტიტუციურ წყობილებას, არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას, ამ პოლიტიკური პარტიის საქმიანობის სულისკვეთება არაფრით განსხვავდება შესაბამისი პოლიტიკური პარტიებისაგან, აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრით უალტერნატივო იყო ამ სარჩელში ამ პარტიის დამატებაც
  123. საქპატენტის ორგანიზებით სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორები პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის კანდიდატებისათვის უფასო სასწავლო კურსს ჩაატარებენ
  124. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ ჩინეთში სასწავლო პროგრამით მყოფი ქართველი მსმენელები მოინახულა
  125. კახეთის მასშტაბით 12,4 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
  126. ნინო ლაცაბიძე : რუსთავის სწრაფ განვითარებას ვაგრძელებთ და საქართველოს მთავრობის უდიდესი თანადგომით, სპორტული ქალაქის მშენებლობას დავიწყებთ
  127. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე განათლების მინისტრთან ერთად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგიონული სამეცნიერო ფესტივალის გახსნას დაესწრო
  128. POLITICO: ფრიდრიხ მერცის პოლიტიკური მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა - რა სცენარები განიხილება გერმანიაში
  129. მარიამ ქვრივიშვილი: ენერგეტიკული უსაფრთხოება თეორიული მიზანი არ არის, ეს არის ეროვნული ამოცანა
  130. ირაკლი კობახიძე: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულად არის აღმოფხვრილი კორუფცია, ვეუბნებით ხოლმე ჩვენს ოპონენტებს - მოიტანონ რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით თუნდაც ერთი კორუფციული ფაქტი და ყველას ვპირდებით, რომ იქნება მყისიერი რეაგირება, თუმცა ვერც ერთი ასეთი ფაქტი დღემდე ვერ მოიტანეს
  131. ირაკლი კობახიძე: რთველი იქნება ორგანიზებული მაღალ დონეზე, წელს იქნება აბსოლუტურად რეკორდული მაჩვენებელი, ამისთვის წინასწარ ვართ მომზადებული, მათ შორის სუბსიდირების ნაწილში
  132. ირაკლი კობახიძე: იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ბრალდებით, ძირითადად ეს იყო კორუფციული ბრალდებები, კონკრეტული თანამდებობის პირები აღმოჩნდნენ საპატიმროში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა, მათ სცადეს რაღაცების ლაპარაკი, თუმცა იმდენად სუფთად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება, რომ ამ ლაპარაკს არასდროს არ მოჰყოლია რაიმე შედეგი
  133. მარიამ ქვრივიშვილი: ენერგეტიკის დღე არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, შევაფასოთ ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელობა და აღვნიშნოთ იმ ადამიანების როლი და დამსახურება
  134. ირაკლი კობახიძე: ძალიან კარგია, რომ აშშ ზრუნავს უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე, ჩვენ რასაც ვამტკიცებდით გასული წლების განმავლობაში და რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და უცხოური აგენტურა უწოდებდა რუსულ კანონს, აღმოჩნდა, რომ ის ყოფილა დემოკრატიის ფუნდამენტი
  135. თორნიკე ფაღავა: ანტიდემოკრატიული და რადიკალური ძალები გახსნილობასა და ღიაობას სათავისოდ იყენებენ. სწორედ ამიტომ არსებობს თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია - არ შეიძლება, სუვერენულ სახელმწიფოში პოლიტიკური პროცესი ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს
  136. პრემიერი: არავითარი, არც გაერთიანების და არც წარმატების რესურსი ამ ადამიანებს, რომლებსაც ფორმალურად ეწოდებათ ოპოზიცია, არ აქვთ. ეს არის უცხოური აგენტურა, რომელიც უკიდურესად დასუსტებულია, საკუთარ პატრონებსაც ვეღარ უმტკიცებენ ვერაფერს
  137. ვოლოდიმირ ზელენსკი: სიმბოლურია, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „ლინდსი გრემის კანონს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების შესახებ“ სწორედ იმ ღამეს დაუჭირა მხარი, როდესაც რუსეთმა უკრაინაზე ბალისტიკური და სხვა ტიპის რაკეტებითა და დრონებით მორიგი თავდასხმა განახორციელა
  138. ირაკლი კობახიძე: გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომლის თანახმად, 2,5-ჯერ უნდა გაიზარდოს გენერაცია საქართველოში 2036 წლამდე, მისი განხორციელება არის სავსებით რეალური და ამისათვის მთლიანად ჩვენი გუნდი ძალისხმევას არ დააკლებს
  139. ირაკლი კობახიძე: ენერგეტიკა ასრულებს განსაკუთრებულ როლს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და სამომავლოდაც ენერგეტიკის განვითარება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად დარჩება
  140. საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გარემოსდაცვით შეფასების კოდექსსა და სამრეწველო ემისიების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს
  141. იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ლაშა მაღრაძე დაინიშნა
  142. თენგო თევზაძე: ოპოზიციური ალიანსი რა შემადგენლობითაც შეიქმნა, არ არსებობს
  143. FT: ევროპელი ავტომწარმოებლები იაფი ჩინური ავტომობილების შემოდინების ფონზე სამუშაო ადგილებს მასობრივად ამცირებენ
  144. FT: ევროპელი ავტომწარმოებლები იაფი ჩინური ავტომობილების შედინების ფონზე სამუშაო ადგილებს მასობრივად ამცირებენ
  145. 2026 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში 536 377 ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები დასრულდა
  146. სამხრეთ კორეაში გამოუშვეს ანიმაციური სერიალი, რომელიც ძაღლებსა და კატებს უყვართ🐶🐱
  147. დარიო ვიტალე Emporio Armani-სა და Giorgio Armani Accessories-ის ახალი კრეატიული დირექტორი გახდა
  148. სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
  149. The Guardian: ტრამპი კანადისთვის ევროკავშირის ასოცირებული წევრობის შეთავაზებას „სასაცილოს“ უწოდებს და ბრიუსელს ტარიფებით ემუქრება
  150. ირაკლი დოლაბერიძე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის სხდომას დაესწრო
  151. პოლიციამ თბილისში სარეალიზაციოდ გამზადებული 70 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
  152. ვატიკანი ისტორიაში პირველად „ოსკარზე“ ფილმს წარადგენს
  153. პოლიციამ თბილისში არაერთგზის ჩადენილი თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
  154. სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
  155. გივი მიქანაძემ ბათუმში მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026 გახსნა
  156. მედია: კიევზე რუსეთის სარაკეტო და დრონებით თავდასხმის შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია
  157. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, თელავის ტექნოპარკში ინოვაციური პროტოტიპების კონკურსი „Smart Stay“ გაიმართება
  158. კახეთში რთველი ორგანიზებულად მიმდინარეობს - ამ დროისთვის გადამუშავებულია 11 ათასამდე ტონა ყურძენი
  159. ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
  160. დაცული ტერიტორიების სააგენტოში კორეის რესპუბლიკის ეროვნული პარკების კვლევითი ინსტიტუტის (KNPRC) დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა
  161. შალვა პაპუაშვილი: თუკი დავხედავთ რუსეთის, უკრაინის, ახლო აღმოსავლეთის ცას, პირდაპირ ჩანს, თუ რა არის ფასი ომის და კონფლიქტის - ჩვენ მშვიდობის კუნძული აღმოვჩნდით იმ მართლაც შეშლილ სამყაროში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. სწორედ ის, რომ ჩვენი ინტერესებით ვმოქმედებთ, აღმოჩნდა მშვიდობის შენარჩუნების მთავარი რეცეპტი
  162. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: პირები უნდა დარეგისტრირდნენ უცხო ქვეყნის აგენტებად, თუ ისინი აშშ-ში უცხო ქვეყნის მთავრობის ან უცხოელი დამკვეთის მითითებით ან კონტროლის ქვეშ მოქმედებენ. ჩვენს ქვეყანაში კანონიერად ჩამოსულ სტუმრებს ყოველთვის მივესალმებით, თუმცა მათ ჩვენი კანონები უნდა დაიცვან
  163. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სენატორ ლინდსი გრემის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებულ სანქციებს მხარი დაუჭირა
  164. კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა: იუსტიციის დეპარტამენტი არარეგისტრირებული აგენტების წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს. ჩემი ახალი კანონპროექტი „ფარას“ კანონში ცვლილებას შეიტანს, რათა გავრცელდეს მისი მოქმედება ინფულენსერებზე, მაქსიმალური ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით ონლაინ სივრცეში
  165. სპორტის მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში ოლიმპიური მოძრაობის ერთ-ერთ ფუძემდებელს ემზარ ზენაიშვილს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა
  166. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
  167. „გეოგლობალ აკადემიამ“ ბოლნისში პირველი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება გახსნა
  168. ლევან მახაშვილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ უცხოური აგენტების რეგისტრაციის კანონის შეხსენებაზე: მივესალმებით ამ კანონმდებლობას და ასეთ მიდგომას ამერიკის შეერთებულ შტატებში და ყველას მოვუწოდებთ, რომ ასევე მხარი დაუჭირონ საქართველოს სახელმწიფოს, როდესაც ცდილობს სახელმწიფოს დაცვას მსგავსი ტიპის ჩარევებისგან
  169. განათლების სამინისტროს ინიციატივით, ქუთაისში დასავლეთ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების პირველკურსელთა მიღების ღონისძიება გაიმართა
  170. ლევან ხაბეიშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან საკუთარ თანამოაზრეებს და ოპოზიციურ პარტიებს დაუპირისპირდა
  171. როგორი ამინდია მოსალოდნელი 17 სექტემბერს საქართველოში