იმედი — 11 აგვისტო 2026
134 სტატია
- The New York Times: ომის მსვლელობასთან ერთად ირანი უფრო დახვეწილ მოწინააღმდეგედ ჩამოყალიბდა - მან აითვისა, თუ როგორ აარიდოს თავი ამერიკულ საჰაერო თავდაცვას, პარალელურად კი საბრძოლო მოქმედებების არეალი თითქმის მთელ ახლო აღმოსავლეთზე გააფართოვა
- The Times: ბრიტანელი მაღალჩინოსნები და დიპლომატები შეშფოთებულნი არიან მოსკოვსა და ლონდონს შორის კომუნიკაციის ნაკლებობით და იმ რისკით, რომ ღია ზღვაში მომხდარი უბრალო გაუგებრობა შესაძლოა რუსეთთან უფრო ფართომასშტაბური კონფლიქტის საბაბი გახდეს
- ტრამპი: Medicaid-ი არასრულწლოვნებისთვის სქესის შეცვლის ოპერაციებსა და ჰორმონოთერაპიას აღარ დააფინანსებს - არ დავაფინანსებთ იმას, რომ ჩვენმა უდანაშაულო ბავშვებმა გაიარონ ეს ბარბაროსული პროცედურები, უბრალოდ წარმოიდგინეთ ყველა ის პატარა, უდანაშაულო და, შესაძლოა, გზააბნეული ბავშვი, რომელიც ამას გადაურჩება
- ზელენსკი: უკრაინამ აშშ-ს წარუდგინა წინადადებები შემდგომი ნაბიჯების შესახებ, რომლებიც რუსეთზე ზეწოლის გაზრდასა და ომის დასრულების დაჩქარებას ისახავს მიზნად
- ზელენსკი: უკრაინამ აშშ-ს წარუდგინა წინადადებები შემდგომი ნაბიჯების შესახებ, რომლებიც რუსეთზე წნეხის გაზრდასა და ომის დასრულების დაჩქარებას ისახავს მიზნად
- საქართველოს მთავრობა მოსახლეობას დიდგორობას ულოცავს
- სპორტის მინისტრი „იბერია 1999-სა“ და „ლარნეს“ შორის გამართულ მატჩს დაესწრო
- ზუგდიდის მერი დავით კოდუა ანაკლიის ბანაკში ზუგდიდელ ახალგაზრდებს შეხვდა
- ირაკლი კობახიძე: 22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროტურნირს უბრუნდება! ვულოცავ „იბერიას“!
- უკრაინელების მიმართ აგრესიის ზრდის ფონზე, ევროკომისია პოლონეთს ევროკავშირის პრინციპებზე მიუთითებს
- გაეროს წარმომადგენელი კოლუმბიაში მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისთვის საკვების მიწოდების კრიტიკულ აუცილებლობაზე საუბრობს
- გაეროს წარმომადგენლი ამბობს, რომ კოლუმბიაში მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისთვის საკვების მიწოდება კრიტიკულად აუცილებელია
- Sky News: ლონდონში წყალსადენის მილების გასკდომის გამო 10 000-მდე ოჯახი წყლის გარეშე დარჩა - წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ დაზიანების შეკეთება „მოსალოდნელზე ბევრად რთული აღმოჩნდა“
- თბილისის „იბერიამ“ ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნე“ 2:1 დაამარცხა
- 22 წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული გუნდი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. თბილისის „იბერიამ“ ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნე“ 2:1 დაამარცხა
- 22-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული გუნდი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. თბილისის „იბერიამ“ ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნე“ 2:1 დაამარცხა
- აფხაზეთის ომის ვეტერანი ზურაბ შამუგია: უდისციპლინო ხალხისგან 413 დღე ომი გინახავთ? 413 დღე ვიცავდით ჩვენ კბილებით, ხელებით და ჩვენი დისციპლინით აფხაზეთს, საქართველოს
- ზელენსკი: დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიში ადასტურებს, რომ კრემლი დამატებითი მობილიზაციისთვის ემზადება
- ხვალ ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი ტიტულის მოგების შანსი მიეცემა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
- დადიანების სასახლის საერთაშორისო აღიარება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
- ქართველი სტუდენტები ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
- CNN: აშშ-ის ოფიციალური პირები, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო, ნავთობსა და საწვავზე ფასების მატებას პროგნოზირებენ
- საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობა „ფრიდომ ჰაუსის“ გლობალური გამოკითხვით დადასტურდა. როგორია მოლდოვას და უკრაინის რეიტინგი? „ქრონიკის“ სიუჟეტი
- მედია: ივლისში ბელგიის მიერ იმპორტირებული თხევადი ბუნებრივი აირი 100%-ით რუსული იყო
- სახელმწიფოს დახმარება იშვიათი დაავადების მქონე პაციენტებს. ცისტური ფიბროზის სამკურნალოდ საქართველო ინოვაციურ მედიკამენტს ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
- მმართველი გუნდის შეფასებით, გამოვლენილი ორმაგი სტანდარტია ის, რამაც რიგი პოლიტიკოსები თუ ხელოვანები ბოლო დროს ისე აღაშფოთა, რომ ნაწილი საჯარო შეურაცხყოფასაც არ ერიდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
- მარკო რუბიო: დღეს, რუსეთში ოთხ წელზე მეტი ხნის პატიმრობის შემდეგ, რობერტ გილმანი ოჯახს უბრუნდება - მადლობას ვუხდით რუსეთს სტივ უიტკოფთან თანამშრომლობისთვის, პრეზიდენტი არ გაჩერდება, სანამ უსამართლოდ დაკავებული ყველა ამერიკელი შინ არ დაბრუნდება
- სამშობლოს ღალატი და საბოტაჟი. გია ბარამიძის განცხადების საფუძველზე გამოძიება გრძელდება. რას ამბობენ აფხაზეთის ომის ვეტერანები? „ქრონიკის“ სიუჟეტი
- შეკვეთილი რუსოფობია. ფაქტები წლების მიხედვით, თავის მართლების მცდელობა და პოლიტიკური განცხადებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
- შინდისის ბრძოლა და 17 გმირი. 2008 წლის 11 აგვისტოს ისტორია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
- კახა კალაძე: მინდა გითხრათ: ნუ დაიჯერებთ ამ სიცრუეს, ჩამოდით საქართველოში და თავად დარწმუნდით, რომ ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში, დიდი ისტორიითა და კულტურით, დაუვიწყარი დღეები გელით. გპირდებით, არასოდეს დაგავიწყდებათ საქართველოში გატარებული ბედნიერი მომენტები
- კახა კალაძე: მინდა პატიოსნად, გულწრფელად და ოფიციალურად განვაცხადო, რომ მთელი ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში არის აბსოლუტური სიცრუე. ჩვენს ქვეყანაში არავინ ეპყრობა ცუდად არცერთ ტურისტს, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს - არც რუსებს, არც უკრაინელებს, არც ევროპული, აზიური თუ სხვა ქვეყნების მოქალაქეებს. ჩვენი ხალხი სტუმარს ღვთის საჩუქრად მიიჩნევს
- კახა კალაძე: თბილისი და საერთოდ, მთელი საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქალაქი და ქვეყანაა, მაგრამ ბოლო დროს, სამწუხაროდ, საზღვარგარეთიდან მოქმედმა ძალებმა დაიწყეს ახალი პროპაგანდისტული კამპანია ჩვენი ხალხისა და ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ
- შესაძლოა ავტომობილებში სავალდებულო გახდეს ისეთი მოწყობილობის მონტაჟი, რომელიც ალკოჰოლური თრობისას მძღოლს მანქანის დაძვრის საშუალებას არ მისცემს
- გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ქუთაისში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის სხდომა გაიმართა
- ზელენსკი: რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან დამატებით რაკეტებს იღებს
- აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, უმაღლესი საბჭოს და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
- CNN: ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე „ღიაა“, თუმცა ნაოსნობის მონაცემები ამას ჯერჯერობით არ ადასტურებს
- სოზარ სუბარი: ძალიან დიდი ძალაა, როცა ყველა მუნიციპალიტეტსა და საკრებულოში გვყავს ფრაქცია. ეს მნიშვნელოვანია სამომავლო ჩვენი გეგმების განხორციელებისთვის
- სოზარ სუბარი: ძალიან დიდი ძალაა, როცა ყველა მუნიციპალიტეტსა და საკრებულოში გვყავს ფრაქცია. ეს მნიშვნელოვანია სამომავლოდ ჩვენი გეგმების განხორციელებისთვის
- მიხეილ სააკაშვილი: ჩემი უძველესი მეგობრის, გია ბარამიძის ნათქვამი სრული სისულელე, მართლაც არ იყო არავისთვის სასიამოვნო და გიას მართებს უფრო დეტალური განმარტება იმ ხალხთან, ვინც გულწრფელად ნაწყენი დარჩა
- მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაო დღესაც მიმდინარეობდა
- უკრაინელი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე არსებულ გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ - ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საკუთარ შარდს ვსვამთ და ველოდებით, როდის მოგვაწვდიან თუნდაც რამეს
- უკრაინელი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე არსებულ გაუსაძლის პირობებზე ამახვილებენ ყურადღებას - ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საკუთარ შარდს ვსვამთ და ველოდებით, როდის მოგვაწვდიან თუნდაც რამეს
- დიმიტრი გვრიტიშვილი: ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დადასტურდა ის ფაქტი, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა განიცდის განუწყვეტელ პროგრესს და ეს უკვე მერამდენედ დასტურდება საერთაშორისო ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით
- უნგრეთის პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ანდრაშ ბაკა გახდა
- სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო
- დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან დაკავშირებით მოქმედების სამი სტრატეგია აქვს
- The Wall Street Journal: აშშ-ის ძალებმა, ირანის ბლოკადის გარღვევის მცდელობისას, პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემს ცეცხლი გაუხსნეს
- The Wall Street Journal: აშშ-ის ძალებმა, ირანის ბლოკადის გარღვევის მცდელობისას, პანამის დროშით მცურავ გემს ცეცხლი გაუხსნეს
- Bloomberg: გერმანიაში სიცხის ფონზე საწვავზე ფასები გაიზარდა
- საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ქვეყნის სახელით, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე „ოსკარი“ ქართულ ფილმს წარადგენს
- ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვის მშობელი სახელმწიფოს მიერ ინოვაციური პრეპარატის დაფინანსებაზე: ეს ჩვენი შვილების ხელახალი დაბადებაა“
- გენეტიკოსი დოდო აგლაძე ცისტური ფიბროზის მედიკამენტის შესყიდვაზე: დღეს ნამდვილად ღირსშესანიშნავი დღეა, ეს არის სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების ძალიან დიდი გამარჯვება
- ზაჰესში, თავისუფლების N12 კორპუსთან სკვერი მოეწყო
- გიორგი გამსახურდია: რუსეთუმეებს გასაგებად მინდა ვუთხრა, რომ სანამ სამშობლოს ინტერესებზე ორიენტირებული ძალა იქნება „ქართული ოცნების“ სახით ხელისუფლებაში, ჩვენი ღირსების ხარჯზე, ერთი ნაბიჯიც არ გადაიდგმება
- პრეზიდენტი: საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა გადაწყვეტილებები მიიღო მაშინდელმა ხელისუფლებამ და რა შედეგები მოჰყვა ამას
- ნინო წილოსანი: ყველა ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა არის ჯანსაღი და თან იმდენად, რომ იგი შედარებულია ევროკავშირის სხვა ოთხ სახელმწიფოს
- მიხეილ სარჯველაძე: ჯანდაცვის სამინისტრო ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციურ მედიკამენტ „ტრიკაფტას“ შეიძენს. ამ მედიკამენტის დანერგვა ბევრი ბავშვისთვის და ოჯახისთვის იქნება გარდამტეხი ეტაპი სრულიად ახალი, უფრო ჯანმრთელი ცხოვრებისთვის, რასაც ყველას ვუსურვებ
- მიხეილ სარჯველაძე: ჯანდაცვის სამინისტრო ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციურ მედიკამენტ „ტრიკაფტას“ შეიძენს. ამ მედიკამენტის დანერგვა ბევრი ბავშვისა და ოჯახისთვის იქნება გარდამტეხი ეტაპი სრულიად ახალი, უფრო ჯანმრთელი ცხოვრებისთვის
- აფხაზეთის ომის ვეტერანი ბარამიძის განცხადებაზე: ეს არის მტრული განცხადება ჩვენი ქვეყნის, საზოგადოებისა და ხალხის მიმართ, აღნიშნულ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია
- ომის ვეტერანი ლევან გოგოლაური: ბარამიძის განცხადება გამიზნული იყო კონკრეტული მიზნის მისაღწევად
- Reuters: უკრაინა და მოლდოვა მარცვლეულის გადაზიდვას სარკინიგზო გზით განიხილავენ
- სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობით საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო ოთხეულშია, ისტორიული (13 წლიანი) პროგრესით კი ევროპის სახელმწიფოთა ხუთეულში
- სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობით საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო ოთხეულშია, ისტორიული (13-წლიანი) პროგრესით კი - ევროპის სახელმწიფოთა ხუთეულში. მოლდოვა და უკრაინა კი ევროპაში ბოლო ადგილებზე იმყოფებიან რუსეთთან და ბელორუსთან ერთად
- ირაკლი კობახიძე „ფორმულას“ ჟურნალისტს: თქვენ არ გაქვთ პასუხი კითხვაზე, რატომ გულშემატკივრობთ ისევ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, იმ სისხლიან პარტიას, რომელმაც ათასი უბედურება დაატეხა ჩვენს ქვეყანას, როცა იყო ხელისუფლებაში, გაქვთ კონკრეტული პარტიული დანიშნულება და ინსტრუქციები, ამიტომ ხართ სრულიად არაკრიტიკულები
- მამუკა მდინარაძე: ომის დანაშაული როგორც მაშინ, ისე ახლა, გია ბარამიძემ დააბრალა საკუთარ სამხედროებს და შეიქმნა დიდი რისკი ჰააგის სასამართლოში, სადაც არავის აინტერესებდა ომი რა დღეს და რომელ წუთზე დაიწყო - იქ იძიებდნენ ომის დანაშაულს
- ირაკლი ჩიქოვანი: 2008 წელს საქართველოს ჰყავდა უგუნური და მოღალატე ხელისუფლება და ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა, მაგრამ რაც შეეხება ჩვენს ჯარისკაცებს, ეს ბიჭები ყოველთვის მზად იყვნენ, მზად არიან და მზად იქნებიან დაიცვან საკუთარი ამოცანები
- ირაკლი კობახიძე: საქართველოს და ქართულ მხარეს არავინ ადანაშაულებს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო ის ომი, რომელიც დასრულდა ჩვენი ქვეყნისთვის უბედურებით, საქართველოს არ მოუკლავს არც გირგვლიანი და არც რობაქიძე, თქვენმა პარტიამ, თქვენმა რეჟიმმა მოკლა
- გურამ მაჭარაშვილი: ქვეყნის მოღალატეობრივი პოლიტიკაა და ორმაგი სტანდარტია, როცა რუსეთის ფედერაცია შენს სამშობლოში შემოიჭრა და ამას „არა უშავს“, შემდეგ მომღერლებიც ამღერო რუსეთში და დღეს კი, სააკაშვილის კარის მომღერლები ვითომ რუსოფობები გახდნენ
- Reuters: აშშ-მა რუსეთთან დაკავშირებული ორი გემი ჯართში ჩააბარა
- მამუკა მდინარაძე: რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო რუსეთმა, საქართველოში 2008 წლის 8 აგვისტოს შემოჭრით. ეს არის ისტორიული ფაქტი. ამაში დამნაშავეა რუსეთი და რუსეთის ჯარის კონკრეტული ნაწილის ჯარისკაცები დამნაშავეები არიან ომის დანაშაულებში, რაც დავადასტურეთ ჰააგის სასამართლოში
- ირაკლი კობახიძე „ფორმულას“ ჟურნალისტს: თქვენ თუ რაიმე ინტერესი გაქვთ კონკრეტულ განცხადებებთან დაკავშირებით, ჩადით მოსკოვში და დააზუსტეთ, რა იგულისხმება, 2022 წლამდე არ გიჭირდათ მოსკოვში სიარული თქვენი პარტიის წარმომადგენლებს
- პრემიერი: ვიდრე ე.წ. აღიარება არის შემდგარი ფაქტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება. ჩვენი მიზანი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება. ეს არის ჩვენი პოლიტიკური განაცხადი
- შემოსავლების სამსახური: ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევის 212 ფაქტი გამოვლინდა
- EUROCONTROL: 9 აგვისტოს საქართველოს აეროპორტებში ფრენების ისტორიული რეკორდი, 306 ჩამოფრენა და გაფრენა დაფიქსირდა
- პრემიერი: ევროსაბჭოს რეზოლუციაში გარკვევით ჩაიწერა, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედების ფაზაში კონფლიქტი გადაიზარდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვის შემდეგ, ამ ყველაფერს ხელი მოაწერეს 2008 წელს, როცა ომის დასრულებიდან დღეები იყო გასული, მათ მოჰკითხეთ, ჯერ რატომ გააკეთეს ეს და მერე რატომ მისცეს აღიარებითი ჩვენება ევროსაბჭოში
- მამუკა მდინარაძე: ორმაგი სტანდარტები დიდი ხანია აღარ გვიკვირს, ვინაიდან ძალიან ბევრი წელია, არაერთი და ამ ბოლო წლებში კიდევ უფრო გამძაფრდა ეს ყველაფერი, რომ რაც საქართველოში „რუსულ კანონად“ ფასდება, ის ნორმაა ევროპის ბევრ ქვეყანაში
- მამუკა მდინარაძე: ორმაგი სტანდარტები დიდი ხანია აღარ გვიკვირს, ვინაიდან ძალიან ბევრი წელია და ამ ბოლო წლებში კიდევ უფრო გამძაფრდა ეს ყველაფერი, რომ რაც საქართველოში „რუსულ კანონად“ ფასდება, ის ნორმაა ევროპის ბევრ ქვეყანაში
- ირაკლი კობახიძე: 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა
- ირაკლი კობახიძე: გინდათ მიიღოთ ჰედლაინი, მაგალითად იგივე თუნდაც რუსულ მედიაში, რომ მე ვაცხადებ, რომ რუსეთის ფედერაცია არის მტერი, ეს არის კონკრეტული პოლიტიკური განაცხადი, რომელსაც მერე ნაბიჯებიც უნდა მოაყოლო, ის ნაბიჯები, რაც თქვენმა პარტიამ მოაყოლა 2008 წელს, „ფორმულაც“ და „ტვ პირველიც“ წარმოადგენთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“
- სირიის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ბაშარ ასადს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა
- მამუკა მდინარაძე ბარამიძის განცხადებაზე: ომის დანაშაული ქართველ სამხედროებს დააბრალა, ისევე, როგორც რეზოლუციის მხარდაჭერით დანაშაული, თავის დროზე, ქართველ სამხედროებს დააბრალეს
- მამუკა მდინარაძე ბარამიძის განცხადებაზე: ომის დანაშაული ქართველ სამხედროებს დააბრალა, ისევე, როგორც თავის დროზე რეზოლუციის მხარდაჭერით დანაშაული ქართველ სამხედროებს დააბრალეს
- მამუკა მდინარაძე: ეს ადამიანები საკუთარი სამშობლოს ოკუპაციაზე და საკუთარი ხალხის დახოცვაზე არ გაბრაზდნენ და გაბრაზდნენ სხვისი სამშობლოს ოკუპაციაზე. რატომ დადიოდნენ რუსეთში 2008 წლის ომის შემდეგ და რატომ გაბრაზდნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა? ამისი პასუხი არის ერთადერთი - ისინი ასრულებდნენ დავალებას
- მიხეილ ყაველაშვილი „ტვ პირველსა" და „ფორმულაზე": მათი მისია, აქ ყოფნის მოტივი არის ის, რომ არ მომცენ აზრის გამოთქმის საშუალება, გამომიყვანონ წყობიდან და იმ რესპონდენტის მიმართ, რომელიც არ მოსწონთ, საზოგადოებაში გააჩინონ ზიზღი, სიძულვილი
- ირაკლი კობახიძე: ერთადერთი სახელმწიფო და ერთადერთი მხარე, რომელმაც განახორციელა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, არის რუსეთის ფედერაცია, ეს იყო დანაშაული ქართული სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ
- პრემიერი: იყვნენ ადამიანები, რომლებიც 2008-2012 წლებში მიესალმებოდნენ ყველაფერ რუსულს, მათ შორის ტურისტებს, ფულს რუსეთიდან, დადიოდნენ კონცერტებზე მათ შორის რუსეთში, ახლა იგივე ადამიანები გამოდიან განსხვავებული განცხადებებით, ეს ორმაგი სტანდარტი მიუთითებს, რომ ეს ადამიანები არსებითად არიან უცხოური აგენტურა
- ირაკლი კობახიძე: გიორგი ბარამიძის განცხადება იყო აბსოლუტურად ამაზრზენი, თავისი სამარცხვინო, ცრუ განცხადებებით ის შეეხო ყველაფერ ქართულს, ქართულ კულტურას, ქართულ ადამიანობას, ჩვენს ცივილიზებულობას, რაც სამარცხვინოა
- მიხეილ ყაველაშვილი: დღეს საქართველოს ჰყავს ეროვნული ინტერესის მატარებელი ხელისუფლება, რომელიც არაფრის დიდებით არ დაუშვებს არავის კარნახით აქ მოქმედებას. საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე
- მიხეილ ყაველაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: პირდაპირი მნიშვნელობით რუსეთის წისქვილზე დაასხა წყალი
- ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე რუსოფობი 2022 წლის შემდეგ, ამას არავითარი ახსნა არ აქვს, პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
- თამარ ჩიბურდანიძე: დღეს შინდისის გმირების დღეა. ვის სინდისზეა მათი სისხლი? მხოლოდ ოკუპანტის? არა, სააკაშვილის ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის, რის გათეთრებასაც დღეს მათი მხარდამჭერები ცდილობენ
- ირაკლი კობახიძე: დღეს პატივს მივაგებთ შინდისის გმირებს, მათ ხსოვნას, მათი გმირობა არის ნამდვილად გამორჩეული და განსაკუთრებული
- მიხეილ ყაველაშვილი: როგორ შეიძლება დღეს დარბოდე პლაკატით „ანწუხელიძე გმირია“ და ომის 2 წლის თავზე ლარსზე იდექი, ტაშს უკრავდი რუს ტურისტებს, სავიზო რეჟიმი გააუქმე, სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდე, ინვესტიციებს ითხოვდი რუსეთისგან და კულტურის მუშაკები კრემლში უმღეროდნენ მაშინ რუსეთს
- პრეზიდენტი: განწირული გამარჯვება - ეს სიტყვები შეუთავსებელია, მაგრამ, სანამ ქართული საზოგადოება მავნე ძალას, რომელიც ოპოზიციაში დომინირებს, არ მიუჩენს თავის ადგილს, ჩვენ „განწირული“ ვიქნებით გამარჯვებისთვის. მუდმივად გავიმარჯვებთ, მაგრამ სახელმწიფოს განვითარება იქნება შეფერხებული, რადგან წარმოუდგენელია ჯანსაღი ოპოზიციის გარეშე ქვეყნის განვითარება
- მიხეილ ყაველაშვილი: გვეამაყება ამ ბიჭების გმირობა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, ყოველდღიურად ვგრძნობდეთ მათ გაკეთებულ საქმეს, რომ ჩვენს ყოფიერებაში, განსაკუთრებით ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას ჩავუნერგოთ ეს სულისკვეთება, რა სულისკვეთებითაც იბრძოდნენ და ცხოვრობდნენ ჩვენი შინდისის გმირები
- The Washington Post: ირანის საფრთხის გამო ტრამპმა თურქეთი ფარულად დატოვა
- მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ყველგან გვქონდა დავა რუსეთის სახელმწიფოსთან და ყველგან გაიმარჯვა ქართულმა სახელმწიფომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით. ყველა დავაში ჩვენ ვამხილეთ რუსეთი, რომ ის არის განმხორციელებელი ოკუპაციის, მან ჩაიდინა დანაშაული ჩვენ წინაშე და ეს არის აღიარებული ფაქტი
- მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ყველგან გვქონდა დავა რუსეთის სახელმწიფოსთან და ყველგან გაიმარჯვა ქართულმა სახელმწიფომ, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით. ყველა დავაში ჩვენ ვამხილეთ რუსეთი, რომ ის არის განმხორციელებელი ოკუპაციის, მან ჩაიდინა დანაშაული ჩვენს წინაშე და ეს არის აღიარებული ფაქტი
- დონალდ ტრამპი: შეიარაღების მარაგების შემცირების მიზეზი არის ის, რომ ბაიდენმა უკრაინას 300 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება გადასცა
- დონალდ ტრამპი: FIFA საშინელ შეცდომას დაუშვებს, თუ რაიმე მიზეზით ჯანი ინფანტინოს შეცვლას განიხილავს
- ნაცმოძრაობის „ელიტის“ წევრი, ნიკოლოზ რაჭველი არ პასუხობს კითხვას, თუ რატომ მართავდა კონცერტებს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში - პარალელურად წერს, რომ „ქართული ოცნება“ გულის ამრევია და მზად არის, შეეწიროს უკრაინის გამარჯვებას
- იმერეთის პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება
- The Wall Street Journal: ირანის თავდასხმებმა ახლო აღმოსავლეთში მდებარე სამხედრო ობიექტებსა და ტექნიკაზე აშშ-ს 13 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენა
- ლევან მეხუზლა: კონდიციური საფერავის ქვედა ზღვარმა 21%-მდე დაიწია
- დავით ქართველიშვილი: საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება მოძრაობდეს არა მხოლოდ ტვირთი, მგზავრი და ელექტროენერგია, არამედ თანამედროვე ეკონომიკაში არანაკლებ ძვირფასი რესურსი - მონაცემები და გამოთვლითი სიმძლავრეები
- გიორგი ღონღაძე: მეხანძრე-მაშველები გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები
- ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კოლუმბიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო და ვუსამძიმრებთ კოლუმბიის მთავრობასა და ხალხს
- კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს
- ექსპერტ-კრიმინალისტი: სოფელ მლეთაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გურამ დადიანიძის ძებნა-დათვალიერების სამუშაოები. ექსპერტ-კრიმინალისტები ტერიტორიას მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის გამოყენებით სიღრმისეულად ათვალიერებენ
- POLITICO: ევროპას Patriot-ის რაკეტები ეწურება, უკრაინა კი რუსეთის ზამთრის იერიშებისთვის ემზადება
- სამართალდამცველებმა იმერეთში სარეალიზაციოდ გამზადებული 329 შეკვრა „მეთადონი“ ამოიღეს, დაკავებულია 3 პირი
- მორგან ფრიმენმა ბლუზ-ალბომი გამოუშვა
- The Wall Street Journal: ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები მზად არიან ჰორმუზის სრუტეში ირანის კონტროლს შეეგუონ, რათა ომი აღარ განახლდეს
- „იბერია“ დღეს ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ლარნს“ დაუპირისპირდება
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- პოლიციამ ბათუმში მომხდარ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა
- თბილისი (პანტიანი)-მანგლისის გზის 21.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- ავსტრალიაში AI-აგენტმა ფიტნეს-კლუბის სისტემა გატეხა, რათა თავისი პატრონი ვარჯიშზე ჩაეწერა
- დადიანების სასახლემ International Travel Awards 2026-ის ჯილდო მოიპოვა და საქართველოს საუკეთესო არქიტექტურულ-ისტორიულ მუზეუმად დასახელდა
- დათო გამცემლიძე: ლეგიტიმური კითხვაა, ამ ჩვენს „სახელოვნებო ელიტას“ რატომ არ „გაუსკდა“ იმპერიალისტური რუსეთის სიძულვილი 2008 წლის შემდეგ? პასუხი მარტივია: იცოდნენ, მაშინ დასავლეთი არ დაასანქცირებდათ, რაკი საქართველო „ეკიდათ“, ახლა კი დასავლეთმა, რუსეთში „ცეკვა/მღერისთვის“ შესაძლოა დაასანქციროს ეს ჩვენი „სახელოვნებო ელიტა“ კიევის მოთხოვნით, ამიტომაც გამოუცხადეს ბოიკოტი
- მლეთაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ექსპერტ-კრიმინალისტები და მეხანძრე-მაშველები, გვიან ღამემდე ამოწმებდნენ იმ ტერიტორიას, საიდანაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით გურამ დადიანიძის კვალი გაქრა
- Reuters: ავსტრიამ რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიისთვის სანქციების გვერდის ავლით აღჭურვილობის მიწოდების სქემა გამოავლინა
- გოგა ხაინდრავა: ბარამიძე მატყუარაა, თან ბოროტი მატყუარაა, იმიტომ რომ საკუთარ სახელმწიფოს ვნებს
- გოგა ხაინდრავა: ბარამიძე მატყუარაა, თან ბოროტი მატყუარაა, რადგან საკუთარ სახელმწიფოს ვნებს
- გენერალურ პროკურატურაში სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება გრძელდება
- უკრაინული მედია: რუსეთის თავდასხმებს ზაპოროჟიესა და კიევში 5 ადამიანი ემსხვერპლა, 21 დაშავდა
- ნანა კაკაბაძე: გიორგი ბარამიძის მიერ საკუთარი ქვეყნის მადისკრედიტირებელი განცხადების გაკეთება, უკვე აღარ ჯდება ხელისუფლებასთან ბრძოლის კონტექსტში, ვინაიდან ეს თავისი შინაარსით ემსახურება მსოფლიოს თვალში, ქართველი ერის იმიჯის გაცამტვერებას - იდევ რა ნაძირლობა უნდა ჩაიდინონ ნაცებმა, რომ მათმა ტვინგაყინულმა მომხრეებმა გაიგონ, რასთან გვაქვს საქმე
- ნანა კაკაბაძე: გიორგი ბარამიძის მიერ საკუთარი ქვეყნის მადისკრედიტირებელი განცხადების გაკეთება, უკვე აღარ ჯდება ხელისუფლებასთან ბრძოლის კონტექსტში, ვინაიდან ეს ემსახურება ქართველი ერის იმიჯის გაცამტვერებას - კიდევ რა ნაძირლობა უნდა ჩაიდინონ ნაცებმა, რომ მათმა ტვინგაყინულმა მომხრეებმა გაიგონ, რასთან გვაქვს საქმე
- Reuters: კოლუმბიაში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ 130-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა
- დავით მათიკაშვილი კირცხალიას წერილზე: კულტურის სფეროს ცალკეულ მოღვაწეთა ქმედება უამრავ კითხვის ნიშანს იწვევს
- შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა
- მედია: უკრაინამ რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და Wlidberries-ის ოფისი დაბომბა