იმედი — 30 ივლისი 2026

131 სტატია

  1. Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს
  2. ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ
  3. არგენტინის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რაც ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობითი ფორმით ავრცელებენ სიძულვილის შემცველ გზავნილებს არგენტინის ან მისი ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ
  4. The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად
  5. იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას
  6. მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს
  7. ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ
  8. ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად
  9. დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება
  10. ბრიუსელი სეუტაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და ესპანეთს Frontex-ის დახმარებას სთავაზობს
  11. ლადო სადღობელაშვილი: ჯანგირაშვილი მანიპულირებს და ცდილობს თავს მოგვახვიოს დესტრუქციული ნარატივი, თითქოს, ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ჯანგირაშვილი ცრუობს, რასაც ფაქტები ადასტურებს
  12. მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
  13. El Pais: ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სეუტაში განლაგებული სახმელეთო ჯარების დანაყოფების მობილიზება მოახდინოს სამოქალაქო გვარდიის მხარდასაჭერად - სამოქალაქო გვარდიის ძალები ვერ აუდიან ათასობით მიგრანტის ნაკადს, რომლებიც ესპანურ ქალაქსა და მაროკოს შორის არსებულ ტარახალის საზღვარს ცურვით კვეთენ
  14. შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად სახალხო დღესასწაულს „ხადორობა - 2026“-ს დაესწრო
  15. Reuters: გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლიდერობს
  16. ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივი ნაკადის გამო არმიის შეყვანასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვენ
  17. The Telegraph: ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებს
  18. ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ
  19. ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
  20. ეროვნული ფასეულობების დაცვა კანონმდებლობით. „ქრონიკის“ სიუჟეტი
  21. ავატარის პოლიტსაბჭო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
  22. პირდაპირი დიალოგი ხალხთან - პარლამენტის თავმჯდომარემ კახეთში, კერძოდ, პანკისის ხეობაში, მოსახლეობისგან არსებული პრობლემები მოისმინა. ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, შალვა პაპუაშვილმა ადგილობრივებთან ერთად ტრადიციული სახალხო დღესასწაული აღნიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
  23. ბეშუმში 2 აგვისტოს დაგეგმილ სახალხო დღესასწაულ „შუამთობასთან“ დაკავშირებული საორგანიზაციო საკითებთან დაკავშირებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო თათბირი გამართა
  24. რეფორმა უმაღლესი განათლების სისტემაში - პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ახალი დადგენილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი დამტკიცდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
  25. მნიშვნელოვანი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში - გამოწვევებთან საბრძოლველად ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მიმართულებას იბარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
  26. „მსოფლიო ჩემპიონატი არ შეიძლება განხილული იყოს, როგორც საინვესტიციო პროდუქტი“ - UEFA-მ მხარი დაუჭირა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატების ბოიკოტირებას, აღნიშნული გადაწყვეტილება მოჰყვა FIFA-ს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში კერძო ინვესტიციების ჩართვა იგეგმება
  27. ესპანეთის მთავრობა სრულ მზადყოფნაშია - ათასობით მიგრანტი მაროკოდან სეუტაში შეღწევას ცდილობს
  28. Deutsche Welle: მოლდოვის მთავრობამ ენერგეტიკულ და ჰიდროლოგიურ სექტორებში 30 დღის ვადით მზადყოფნის მაღალი რეჟიმი დააწესა - პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებსა და ბიზნესსექტორს ენერგორესურსების მაქსიმალური ეკონომიისკენ მოუწოდა
  29. არჩილ ბერიძე: რეგიონების განვითარების მნიშვნელობიდან გამომდინარე, თუ ვინმეს შეიძლებოდა ეს პასუხისმგებლობა აეღო, სწორედ მამუკა მდინარაძეა, გამორჩეული უნარებით, დიდი პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილებით. რეგიონული განვითარება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია
  30. საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა
  31. ნაურუს მთავრობის განცხადება: ნაურუს რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს, რომ უკან იხმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას - შესაბამისად, ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან
  32. ჯაბა ხუბუა: კარგი იქნება, ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტის ავატარი აირჩიონ, ნანუკა ჟორჟოლიანის თავმჯდომარეობას იმით მაინც აჯობებს, რომ ნაცმოძრაობა და სიტყვა ,,ინტელექტი“ (თუნდაც ხელოვნური) ერთ წინადადებაში იქნება ნახსენები
  33. POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს
  34. პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
  35. გურამ ნიკოლაშვილი ტრადიციების შეურაცხყოფაზე: მიზანია მოირყეს კრიტერიუმები, მოხდეს ყველაფრის დესაკრალიზაცია და შემდეგ თუ ყველაფერი მოსულა, ბუნებრივია ასეთ პირობებში და წესებში იმარჯვებს ის, ვისაც შეუძლია მეტის კადრება
  36. როლანდ პრაისი: მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი, საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების მნიშვნელოვან პროცესში
  37. გურამ ნიკოლაშვილი სიძულვილის ენაზე: შეუძლებელია ყველაფერზე მიიღო კანონი, თუმცა უნდა ჩანდეს რასთან გვაქვს საქმე და უნდა იყოს ახსნილი, რომ ეს არის მიზანმიმართული, ხელშეწყობილი და ის, რომ იმ პოდკასტს თავისი მფლობელი და დამფინანსებელი ჰყავს, რომელსაც ძალიან კარგად ესმის რას აკეთებს
  38. გურამ მაჭარაშვილი: თუ ეკლესიის, სიწმინდეებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის შესახებ ინიციატივა პარლამენტში შემოვა, „ხალხის ძალა“ მასზე იმსჯელებს
  39. გურამ ნიკოლაშვილი: პირველი პრობლემა, რაც ჩვენს ოპოზიციას აქვს, არის გაკოტრება. მეორე - პერსონალური გაკოტრება
  40. გიორგი შანიძე: რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, ვიღაც ფეხით ანგრევდა ტაძრის კარს, შეურაცხყოფდა მონასტრის კედლებს და ა.შ. როდესაც ეცოდინებათ, რომ საქართველოში არსებობს კანონი, რომელიც პასუხს მოგთხოვს ამ ცნებების შეურაცხყოფისათვის, ყველაფერი მარტივად, ცივილურად დალაგდება
  41. ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ხონის სათემო განათლების ცენტრის ახალგაზრდული კლუბის წევრები ესტუმრნენ
  42. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დიდი ოდენობის ღირებულების საქონლის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო
  43. არჩილ ბერიძე: ოპოზიციის ირონიული რეაქცია მამუკა მდინარაძის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ დამოკიდებულებას რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისა და მათი საჭიროებების მიმართ. მათთვის რეგიონები დაცინვის თემაა
  44. გიორგი კახიანი: სიძულვილის ენა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის არ არის გამოწვევა. ეს გამოწვევა ბევრ ქვეყანას შეეხო, იმიტომ რომ სიძულვილის გამოხატვა იწვევს დაპირისპირებას საზოგადოებაში, დაძაბულობას, რადიკალიზაციას და ეს ყველაფერი საზოგადოებაზე ძალიან უარყოფითად აისახება
  45. გიორგი კახიანი „ნაცმოძრაობაზე“: ვხედავთ, როგორი დაპირისპირება აქვთ. მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა თავისი ავატარი აირჩიოს პარტიის თავმჯდომარედ. მართლაც არასერიოზულად ჩანს ის განცხადებები, რასაც ჩვენ მათგან ვისმენთ. სააკაშვილის ბოლომდე არ ენდობა თავის წევრებს
  46. გიორგი კახიანი „ნაცმოძრაობაზე“: ვხედავთ, როგორი დაპირისპირება აქვთ. მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა თავისი ავატარი აირჩიოს პარტიის თავმჯდომარედ. მართლაც არასერიოზულად ჩანს ის განცხადებები, რასაც ჩვენ მათგან ვისმენთ. სააკაშვილი ბოლომდე არ ენდობა თავის წევრებს
  47. უკრაინული მედია: უკრაინაში 100-ზე მეტ სამხედრო კომისარიატში საგამოძიები მოქმედებები ტარდება
  48. ვაკის რაიონში, ნაფარეულის ქუჩის ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დროებით შეიზღუდება
  49. გიორგი კახიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან პოზიტიური ინფორმაცია გაიგო ჩვენმა საზოგადოებამ გუშინ და ეს ყველაფერი არის არაღიარების პოლიტიკის შედეგი. ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ არაღიარების პოლიტიკაა
  50. პროკურატურამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
  51. გიორგი კახიანი: ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ ვხედავთ ძალიან პოზიტიურ დინამიკას, რაც არაერთ მოქმედებაში ჩანს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პოზიტიური დინამიკის შემადგენელია მათ შორის ელჩის დანიშვნის გადაწყვეტილება
  52. გიორგი კახიანი: რეგიონების განვითარებას ჩვენთვის პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს, დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე ამ თანამდებობაზე ძალიან წარმატებული იქნება
  53. ნათია თურნავა The Banker-თან ინტერვიუში: ქართული ბანკების მიერ Nasdaq Calypso-ს პლატფორმის დანერგვის მიზანია ხელი შეუწყოს საფინანსო სექტორის განვითარების მომდევნო ეტაპს
  54. პროკურატურამ 1 238 531 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
  55. ევროკავშირმა კიევისთვის ფულის სასესხებლად უკრაინის რეფორმების გეგმაში ცვლილებები შეიტანა
  56. ევროკავშირმა კიევისთვის 8,35 მილიარდი ევროს სასესხებლად უკრაინის რეფორმების გეგმაში ცვლილებები შეიტანა
  57. ზურაბ პატარაძე საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კიმ ჰიონ დუს შეხვდა
  58. გურამ მაჭარაშვილი: ის არ გვაკლდა, რომ ორიგინალი სააკაშვილის ბოდვებზე გაგვეკეთებინა კომენტარი და ახლა იმის ავატარს უნდა ვდიოთ
  59. იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა
  60. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე ბრალდებულებს 17 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
  61. AXIOS: ნეთანიაჰუმ ვენსს ისრაელის მთავრობის მიმართ მისი კრიტიკის გამო დაუპირისპირდა
  62. დავით სონღულაშვილმა რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცა
  63. ჭიათურაში უმოქმედო ისტორიული მაღაროს ტერიტორიაზე მრავალფუნქციური მუზეუმის პროექტის შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა
  64. ფინანსთა მინისტრი ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
  65. ცოტნე ანანიძე მამუკა მდინარაძის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დანიშვნაზე: მხოლოდ ძალაუფლებისთვის მებრძოლი ოპოზიციის აღქმებშია, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობა დაქვეითება
  66. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო საზოგადოებრივი კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
  67. ქალაქ მცხეთაში არმაზის დასახლებასა და სოფელ ქსანში წყალმომარაგების თანამედროვე სისტემების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს
  68. დასრულდა გოდერძის ახალგაზრდული ბანაკი 2026, რომელშიც ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ
  69. 2 აგვისტოს კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართება
  70. ნიკოლ ფაშინიანი: საქართველოს სჭირდება სომხეთი, ისევე როგორც სომხეთს სჭირდება საქართველო
  71. გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა აქვს ძალიან დიდი დილემა: არა მარტო ის, თუ ვის აირჩევენ თავმჯდომარედ ან პოლიტსაბჭოს წევრებად, არამედ აქვთ შიშიც, ვის გამოეცხადება სააკაშვილის სული საღამოს, თუ გადაწყვეტილებებით კმაყოფილი არ იქნება
  72. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პრე-აქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაცია სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში მიმდინარეობს
  73. სომხეთში სომხების შეურაცხყოფის გამო რუსი ბლოგერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს
  74. სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვია
  75. POLITICO-ს ინფორმაციით, პოლონეთის მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში „კანონი და სამართლიანობა“ განხეთქილებაა. პარტია პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ დატოვა
  76. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  77. ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ დაკავებული ვართ ჩვენი ხალხისთვის ხელშესახები პროექტების განხორციელებით, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია თავისი ილუზიების ვირტუალიზაციით
  78. დონალდ ტუსკი: ყველაფერი მიუთითებს, რომ პოლონეთში რუსული ფრთოსანი რაკეტა ჩამოვარდა
  79. საქართველოს პროკურატურისა და შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლობით ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
  80. არჩილ გორდულაძე: ყველა ის ინიციატივა, რომელიც საქართველოს წარსულის პატივისცემას, აწმყოს უსაფრთხოებას და მომავლის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, უმნიშვნელოვანესია
  81. ლევან მახაშვილი: რეგიონები არის ხერხემალი ჩვენი სახელმწიფოსი და რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ხელისუფლებისაც
  82. ლევან მაჭავარიანი: რეგიონებში არის გამოწვევები. ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი იყოს მაქსიმალურად გამართული. მამუკა მდინარაძე ამ ყველაფრის ეფექტიანად აღსრულებას უზრუნველყოფს
  83. გურამ მაჭარაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძის სახელმწიფო მინისტრობის პირობებში, რეგიონული განვითარების კუთხით იქნება საკმაოდ ეფექტური ამ საკითხების როგორც გადაწყვეტა, ასევე სამომავლოდ დაგეგმვა, თუ როგორ შეიძლება, რომ უფრო უკეთესად მოვუაროთ და განვავითაროთ რეგიონები
  84. საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე. არ გასცენ საკუთარი პერსონალური და ფინანსური ინფორმაცია. მათ შორის, ბანკის დისტანციურ არხებში ავტორიზაციისთვის საჭირო მომხმარებლის სახელი და პაროლი
  85. უკრაინულმა დრონებმა რუსული კომპანია Wildberries-ის კიდევ ორი საწყობი დაბომბეს
  86. Reuters: ბერძენი მეხანძრეები ზედიზედ მეორე დღეა კრეტაზე ტყის ხანძრებს ებრძვიან
  87. გიორგი შანიძე: მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, აქტიურად ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში და დაიწყონ მსჯელობა იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პატივისცემის კულტურის განმტკიცებას, ეროვნული იდენტობის დაცვასა და საზოგადოებრივი თანხმობის შენარჩუნებას
  88. თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განცხადება
  89. თბილისის მერია: საბურთალოს რაიონში, სავაჭრო ცენტრ „სითი მოლის“ მიმდებარედ არსებული ქაოსური საგზაო მოძრაობიდან გამომდინარე, გადაადგილების ახალი სქემა შემუშავდა
  90. გიორგი შანიძე: ვიწყებთ საკონსულტაციო პროცესს, რათა მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების სათანადო სამართლებრივ დაცვას
  91. თბილისის მერია: საბურთალოს რაიონში, სავაჭრო ცენტრ „სითი მოლის“ მიმდებარედ არსებული ქაოსური საგზაო მოძრაობიდან გამომდინარე, გადაადგილების ახალი სქემა შემუშავდა
  92. გიორგი შანიძე: ბოლო პერიოდში, ქართულ საზოგადოებრივ სივრცეში საგრძნობლად იმატა ე.წ. გამოხატვის ფორმებმა, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ისტორიული მეხსიერების, კულტურული ტრადიციებისა და იმ ღირებულებების წინააღმდეგაა მიმართული, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში ეფუძნებოდა ქართული სახელმწიფოებრიობა
  93. POLITICO: რუსეთი ინდოეთის გავლით ბრიტანული და ევროპული ტექნოლოგიების იმპორტს ახორციელებს
  94. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველო საფინანსო სექტორის მდგრადობას აძლიერებს
  95. ჯიღაურას ბაზაზე თურქ მეცნიერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
  96. ჯანმომ საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა წარმატებულ მაგალითად დაასახელა
  97. BTS-მა ​Grammy-ზე მონაწილეობაზე უარი თქვა, მას შემდეგ, რაც პრემიის ორგანიზატორებმა აზიური პოპ-მუსიკის კატეგორია დაამატეს
  98. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ვარლამ წიკლაურმა მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის განკუთვნილი ადგილი დაათვალიერა
  99. საქართველოს ეროვნული ბანკი ივლისის „მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს“ აქვეყნებს
  100. პოლონეთის პრემიერმა ქვეყნის ტერიტორიაზე ამოუცნობი ობიექტის ჩამოვარდნის გამო საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა
  101. საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების დელეგაცია ეწვია
  102. ანდრეი სიბიგას მტკიცებით, პოლონეთში რუსული ფრთოსანი რაკეტა Kh-101 ჩამოვარდა
  103. 112-ს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების დელეგაცია ეწვია
  104. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების დელეგაცია ესტუმრა
  105. ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სამშენებლო სექტორში დასაქმებულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
  106. 2026-2027 სასწავლო წლის მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ცნობარი გამოქვეყნდა
  107. Airbus-ის თვითმფრინავმა ისტორიული რეკორდი დამყარა
  108. Airbus-ის თვითმფრინავმა ისტორიული რეკორდი დაამყარა
  109. მიხეილ სარჯველაძე სილვიუ დომენტეს შეხვდა, რომელიც საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ხელმღვანელის პოზიციაზე თავის მისიას ასრულებს
  110. რუსთავში 800 დევნილი ოჯახისთვის განკუთვნილი თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
  111. პოლონური არმიის მტკიცებით, გვიან ღამით პოლონეთის ტერიტორიაზე ამოუცნობი ობიექტი ჩამოვარდა
  112. 100-ზე მეტი ტრენინგი და 1600-ზე მეტი გადამზადებული ბენეფიციარი - ComCom-მა მარტვილში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაასრულა
  113. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორგანიზებით ლენტეხში სკრინინგ აქცია გაიმართა
  114. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების მეთაურს, გარიკ მურადიანს, შეხვდა
  115. Reuters: საუდის არაბეთი „ჰუსიტების“ თავდასხმებისგან წითელ ზღვაში გემების დასაცავად საერთაშორისო კოალიციის შექმნას ცდილობს
  116. საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონო გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
  117. მეცნიერებმა ინტერნეტდამოკიდებულებასა და ცუდ განწყობას შორის კავშირი გამოავლინეს
  118. იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
  119. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გამართა
  120. სამართალდამცველებმა თბილისში 21 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 3 პირი
  121. The Wall Street Journal: აშშ-ის მიერ ღამით ირანზე განხორციელებული თავდასხმა ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებზე გადასვლას არ ნიშნავს
  122. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
  123. Euractiv: უნგრეთში პეტერ მადიარის მთავრობის პოპულარობა შემცირდა
  124. France 24: საფრანგეთი რუს ჟურნალისტს ქსენია ფიოდოროვას ქვეყნიდან აძევებს
  125. საქართველოს ნაკრები გოლფში ევროპის გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობს, რომელიც მალტაში გაიმართება
  126. რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო და დრონებით თავდასხმას უკრაინაში სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა
  127. საქართველოს 18-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრებმა B დივიზიონში ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა
  128. სპორტის მინისტრი საქართველოს სუმოს ეროვნულ ნაკრებს შეხვდა
  129. ნანა კაკაბაძე: ის, რომ დასავლეთი გაურიგდა (ან შეეგუა) რუსეთს საქართველოს ოკუპაციის საკითხში და მასთან მშვიდობიანი თანაარსებობა ურჩია, სულაც არ არის ჩვენი პროფესიით “პატრიოტების” სადარდებელი. ამიტომაც იყო, რომ ადრე მათ არც რუსული ენა აწუხებდათ, არც “ღრუსი” ტურისტები და არც იქიდან შემოსული ფული. მაშინაც და ახლაც მათთვის ქცევის წესებს დასავლეთიდან მონავალი ფულის ნაკადი განაპირობებს, ეს არის მათი "თავდადებისა" და “პატრიოტიზმის” ქვაკუთხედი
  130. საქართველოს თავმჯდომარეობით, ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის დასკვნითი სხდომა გაიმართა
  131. CENTCOM: აშშ-მა ირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ათეულობით სამიზნეზე იერიში მიიტანა